სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა ხმა N64 საარჩევნო უბანზე, დილის ათ საათზე მისცა.

„მე არჩევანი გავაკეთე, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ეკოლოგიურად სუფთა, ტრანსპორტი იყოს მოწესრიგებული, ურბანულად იყოს გამართული და არ ხდებოდეს ქაოტური განაშენიანება, ქალაქში უნდა იგრძნობოდეს სიცოცხლე და იყოს სიყვარულით სავსე, ისტორიით სავსე, კულტურით სავსე და მე მჯერა, რომ ჩვენ ამას ერთად აუცილებლად შევძლებთ“ - აღნიშნა კახა კალაძემ ხმის მიცემის პროცედურის გავლის შემდეგ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100