სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არჩილ თალაკვაძე ამომრჩევლებს არჩევანის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის კახა კალაძის შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ ამომრჩევლებს საარჩევნო დღის დასრულებამდე დარჩენილი ერთი საათის განმავლობაში საკუთარი არჩევანის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.

„საარჩევნო დღემ პრაქტიკულად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თქვენ კიდევ ერთი საათი გრჩებათ, რომ ჩვენს საერთო გამარჯვებაში თქვენი წვლილი შეიტანოთ და მხარი დაუჭიროთ სიცოცხლით სავსე ქალაქს, ძლიერ საქართველოს და ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - მიმართა მან ამომრჩეველს.

მისი თქმით, პარტიას აქვს არჩევნების შედეგების წინასწარი მონაცემები, თუმცა „ქართული ოცნება“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მაჩვენებლების გამოქვეყნებას დაელოდება.

„მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ ადამიანს, რომელმაც მხარდაჭერა „ქართული ოცნების“, კახა კალაძის და ჩვენი კანდიდატების სასარგებლოდ გააკეთა. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებოდით საარჩევნო პროცესს და ჩვენი მხარდამჭერების აქტივობას, ეს არაერთმა მედია საშუალებამ გააშუქა, ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი მონაცემები თუ რამდენმა ადამიანმა დაგვიჭირა მხარი თბილისსა და რეგიონებში, თუმცა მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ საბოლოო შედეგები ჩვენთვის არის ის მაჩვენებლები, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოაქვეყნებს. მხოლოდ ეს არის უტყუარი დასტური თუ ვის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი ქართულმა საზოგადოებამ“, - აღნიშნა კახა კალაძის შტაბის ხელმძღვანელმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100