სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

15, 16 და 17 ნოემბერს თბილისში, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში, მონაცემთა საერთაშორისო ფესტივალი - DataFest Tbilisi ჩატარდება.

DataFest Tbilisi 2017-ს 400-მდე დამსწრე და 40-მდე საერთაშორისო სპიკერი, 20 სხვადასხვა ქვეყნიდან დაესწრება.

მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციებიდან როგორებიცაა CNN და Facebook მოწვეული სპიკერები ისაუბრებენ მონაცემების, კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ.

ფესტივალის ფარგლებში იგეგმება ვორქშოპები, რომელსაც მოწვეული სტუმრები ჩაატარებენ. დამსწრეებს, ასევე, შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ მინიჰაკათონში და მონაცემთა ბაზის დამუშავებით სხვადასხვა აპლიკაციები და ციფრული ხელსაწყოები შექმნან.

ფესტივალი 15 ნოემბერს, 09:30-ზე დაიწყება და 17 ნოემბერს დასრულდება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://datafest.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100