ნიუ-იორკში ქართველმა გეიმ ჩოხაში გამოწყობილმა კაცზე იქორწინა

"ლგბტ საქართველოს" თანადამფუძნებელმა, დავით შუბლაძემ, ნიუ-იორკში პარტნიორ მამაკაცზე იქორწინა. დავითის რჩეული ქართველი არაა. ცერემონიალზე, რომელიც სახლში გაიმართა, წყვილი ჩოხაში გამოწყობილი იყო. ბოლოს კი ქართული ტრადიციის შესაბამისად თეფშიც გათეხეს, რაც მათთვის ჰომოფობიისა და სიძულვილის "დამსხვრევას" ემსახურებოდა. ქორწილის ამსახველი ფოტო "ფეისბუქზე" თავად შუბლაძემ გამოაქვეყნა.

კომენტარი