სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საყოველთაო Secret Santa 2018 დაიწყო!

თბილისი, 4 დეკემბერი, 2017 - საქართველოს ბანკის, საქართველოს წამყვანი ბანკისა და საქართველოს ფოსტის თანამშრომლობით, საყოველთაო Secret Santa 2018-ი დაიწყო. ყველას ვისაც აქვს სურვილი გაახაროს მისთვის სრულიად უცნობი ადამიანი, შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდეს ვებგვერდზე: https://www.secretsanta.ge/ და ჩაერთოს ჯადოსნურ Secret Santa-ში.

საყოველთაო Secret Santa-ს იდეა ეფუძნება საქართველოში უკვე კარგად ნაცნობ საახალწლო ტრადიციას, რომლის თანახმადაც პროექტში მონაწილეებმა მათთვის სრულიად უცნობ ადამიანებს საჩუქრები უნდა გაუგზავნონ და თავადაც დასაჩუქრდენ. აღსანიშნავია, რომ წელს სანტებს შესაძლებლობა ექნებათ რაც შეიძლება მეტი ქართული საჩუქარი აჩუქონ თავიანთ ადრესატებს და ამით ხელი შეუწყონ ქართული წარმოების წინსვლასა და განვითარებას.

საყოველთაო Secret Santa, საქართველოს ბანკისა და საქართველოს ფოსტის თანამშრომლობით შარშან პირველად განხორციელდა და პროექტში მთელი საქართველოს მასშტაბით 60 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო, შარშანდელთან შედარებით წელს პროექტის ფარგლებში 3-ჯერ მეტი საჩუქარი გაიგზავნება.

საყოველთაო Secret Santa-ს პროექტში ჩართული ადამიანები ახალ წელს კიდევ უფრო ჯადოსნურს გახდიან, რადგან მთელი გულით გაცემულ პატარა საჩუქარს დიდი ძალა აქვს. ერთად მოვიყვანოთ ყველაზე თბილი ახალი წელი!
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.secretsanta.ge/

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100