სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ოპო–მარგალიტი” ფრაზების ნაკრები “თბილისის ფორუმიდან”

ეს ფრაზები სხვადასხვა დროს, მიტინგებზე, პირდაპირ ეთერში თუ სხვა საჯარო გამოსვლების დროსაა წარმოთქმული:

უცნობის (გია გაჩეჩილაძე) მარგალიტები:

–ამ საკნიდან ან ცოცხალი გავალ, ან მკვდარი, მაგრამ აუცილებლად გავალ გამარჯვებული! ეს

–იყო მთავრობა (შევარდნაძის), რომელიც მართლა ითვალისწინებდა ხალხის აზრს

–საბჭოთა წარსულს ეთაყვანებიან და პატივს სცემენ რუსეთში, ასევე ყველა რესპუბლიკაში - ჩვენ რა დაგვემართა?

–26 მაისი ჩავიბარე მიშას გარეშე

–მიშამ ”მასპინძელო” წაართვა სოფელს

–რუსეთზე დიდი მტერი სააკაშვილია და რუსეთს მის წინაამღდეგ მხარს დავუჭერ

–სააკაშვილი 26-ში წავიდა და რაღაც საფლავები გახსნა

–ნოლს არა აქვს ეროვნება

–მე მინდა გითხრათ რა რომ მე თქვენს გარეშე არაფერი არა ვარ, ისევე როგორც თქვენ ჩემს გარეშე არაფერი არა ხართ

–პატრიარქი ”პლენში” აიყვანეს

–აფხაზები და ოსები ქვეყნები არის

–ეს არ ეხება მხოლოდ აფხაზეთსა და ოსეთს, ეს ეხება ყველა ქვეყანას

–რაც შეეხება ნატოს წვრთნებს საქართველოში... ქვეყანაში მიმდინარე შიდაპოლიტიკური მოვლენების ფონზე არ არის პრიორიტეტული, აბსოლუტურად არ არის პრიორიტეტული. ამაზე ქართველი ხალხი არც ფიქრობს

–თქვენ თუ გაქვთ რუსებს რეცეპტი სისხლისღვრის გარეშე როგორ შევცვალოთ საკაშვილის ხელისუფლება, მაშინ მოგვეცით ეს რეცეპტი. თუ არადა მოგვეცით საშუალება, ვიმოქმედოთ

–ჩვენ ვართ ძალიან ძველი, ძალიან ბებერი და ძალიან მოხუცებული ქართველი ერი

–დამიწყეს საშინელი რტყმევა, საშინელი ცემა-ტყეპა გამოიწვიეს ჩემს მიმართ

–ბუშის ადმინისტრაციამ მისცა მიშას ლეგიტიმაცია, ამან გამოიწვია აგვისტოს მოვლენები


–ქართველ კაცს ყველაზე კარგად უყვარს ძილი

–მარნეულის და ე.წ. სამცხე-ჯავახეთის ხმებით არჩეული პრეზიდენტი ხარ

–რა უბედური სიტყვაა დიალოგი

–ოსეთში რომ შევარდნენ ესენი...

–ახალი ხელისუფლება რომ მოვალთ, ბანკის ვალებს არ გადაიხდით

–ნინო, თქვი რომ არაფერი არ გინდა, ეს ძალიან მაგრად ითამაშებს ხალხზე

–900 000 ადამიანი იყო გამოსული ქუჩაში

–მიშას გადადგომა გადაწყვეტილია ზემოდან...

–გზების გადაკეტვით თუ წუხდებით, შეწუხდით!!! მე უფრო ვწუხდები რომ არ მიდის!!!

–ლავროვი მირჩევნია სააკაშვილს

–სულ რამდენიმე დღეში ამათ გადავაგდებთ და მერე მოდის! - და მერე მოდის! ყველაზე მაგარი!

–მიშა წავა და ვინ მოვა? მოვა საზოგადოება... კონსტიტუცია ისე მივაწყოთ, რომ საზოგადოებამ

მართოს... ჩემი ძმაც ამ გაპატიოსნებისთვის იბრძვის...

–მამაკაცური ღირსეულების დამცველები ხართ აქ მდგომნი

–მიდიან კაი ბიჭებთან უბანში და ეუბნებიან ასეო და ისეო... თუ არადა...

–მე გამოვხვეტავ ამ სიბინძურეს საქართველოში...

–მე შეგტენით სტაბილურობას

–ვინც ოპოზიცია არ არის, ქართველები არ არიან!

–რა ხალხი ხართ, ამერიკელებს უთქვამთ - არც პივას სვავთ, არც ლუდს სვავთ, არც

–ჩვენი ისტორია გმირებით არის მორწყული

–თამარის დროს პარლამენტი იყო

–სომხებს აქვთ გამოთქმა "სამშობლო იქაა, სადაც კარგად ვგრძნობ თავს"... ჩვენ ასეთები არ

ვართ, ჩვენ ყველგან გვენატრება ჩვენი სამშობლო... ეგ სომხები არიან ეგეთები

–ვინმე თუ შეგეკითხათ სად მიდიხარ და რამე, ამ ჩვენ საბუთს აჩვენებთ და პრობლემა არ იქნება

–ჩემი ნება რომ იყოს, ვაჟა-ფშაველას ავიღებდი კონსტუტიციად

–სპეცნაზში პირველი იმას ეკითხებიან ღმერთი თუ გწამსო და თუ ათეისტია მაშინ იღებენ

–ჟურნალისტებს აძლევენ დავალებას, რომ ეკლესიური დღესასწაულები ირონიით გააშუქონ

–მჟავანაძეს დროს საქართველოში ისეთი თავისუფლება იყო, ხალხი აქ ჩამოდიოდა საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებიდან

–გერმანელები იმიტომ არიან მაგრები, რომ ჰიტლერი გაიარეს და ჩვენ რომ სააკაშვილს გავივლით მაგიტომ ვიქნებით მაგრები

–საქართველოს გვერდში დგას მთელი საქართველო

–საკნების ქალაქი უნდა გახდეს თბილისი

–მთელი ევროპა რუსებს ეხუტება... და ეს არის ერთადერთი სწორი არჩევანი

–მესაზღვრე უნდა იცავდეს ვაჟა-ფშაველას, იაკობ გოგებაშვილს და სამშობლოს

–პავლე კუბლაშვილის მაგიდის წიგნი ვარ

–დიალოგის შემოთავაზება ხელისუფლების მხრიდან რას ნიშნავს? ოპოზიციის გასვრა უნდათ

–პარლამენტის კარები ალასანიამ გაუღო

–ენგურჰესი ბაბუაჩემის აშენებულია

–შალიკოს ლევანისთვის უნდა დაეთმო ხმები

–ჩემი ნაცნობი აგინებდა ტელეფონით საუბრის დაწყების წინ – ახლა ვინც მისმენს, იმათი ასე და ისეო და ერთხელ უთხრეს იქიდან - ხო იცი, რო გისმენთ და რატომ გვაგინებო

–შოთა გორგოძე და ჯუმბერა პატიაშვილი ნამდვილი პატრიოტები არიან და 20 წელია იმ სევდას დაატარებენ

–ქართული ყველაფერი არის ჩაწიხლული

–მე ვარ ხალხი და მე ვარ ჟამთა აღმწერელი

–თბილისი მკვდარ ქალაქად უნდა გადავაქციოთ

–სამხედრო ამბავში რამდენად დასაშვებია, რომ ჯარი დაემორჩილოს არა მხედართმთავრის
ბრძანებას, არამედ პატრიარქის ბრძანებას

–ბაღაფში კაი კაცი ყოფილა, ჩვენ ვერ გავუგეთ ქართველებმა აფხაზებს

–ყველაფერში ამერიკაა დამნაშავე

–სანამ არ გავისტუმრებთ ამას, მანამდე ხო არ დავიწყებთ ყვირილს, ამას გავაკეთებთ და იმას –გავაკეთებთ. ჯერ უნდა გავისტუმროთ ეს და მერე დავიწყოთ ფიქრი, რა გავაკეთოთ

–9 აპრილს რუსების ნახევარი მე გამომეკიდა ამ ალესილი ნიჩბებით და მეორე ნახევარი - ლევანს

–გუშინ ველაპარაკე ლევანს და მითხრა - ყველაფრის წყნარად დამთავრების ერთადერთი შანსი არის რომ მიშამ გადმომაბაროს ხელისუფლება

–ამას წინათ ჩემთან მოსული იყო ორი მამაო ... უნდოდათ თვალებში ჩაეხედათ ჩემთვის...

–ედუარდ შევარდნაძეს შიშის გრძნობა არ გააჩნდა

–დღეს რომ შუქი გვაქვს, მირცხულავას დამსახურებაა

–ბურჯანაძემ ყველაფერი იცის მათზე და უნდა გამოვიყენოთ ამ "ომში"

–ხელოვანი კაცი ვარ... მთაწმინდიდან პოეტები მკარნახობენ სტრიქონებს...

–ერთმორწმუნე რუსეთთან სიმპატიები ვისაც გვაქვს, ლაო მიშიკო, აგენტობაში გვდებ ბრალს?

–ამ ხელისუფლების პირველი შევარდნა რომ იყო ოსეთში და სიმაღლეების დაკავება...

–ჯეფერსონმა თქვა, დროდადრო პატრიოტების სისხლით უნდა მოირწყას დემოკრატიის ხე

–დავიწყებთ ყველაზე მაგარი სახელმწიფოს აშენებაზე ჩალიჩს

–შევარდნაძეს ტერიტორიები არ დაუკარგია

–შევარდნაძის წინააღმდეგ ამდენი ხალხი არ გამოსულა

–კაცო, ვაღიაროთ აფხაზეთი, მაინც აქ არ იქნება, ხომ არ გარბის?

–თინა კანდელაკი რუსეთში ქართულ საქმეს აკეთებს

–გვატყუებენ, რომ რუსეთი ჩვენი მტერია

–კიკაბიძე არ მომწონს "მიმინო"-ში როგორ სახეს ქმნის ქართველიდან

–ლევანს ოქროს დიპლომზე აქვს სკოლა დამთავრებული

–სააკაშვილი ადგილზე ზის და ჩვენ სკამების გადანაწილება დავიწყეთ უკვე

–შევარდნაძის დროს კარგად ვცხოვრობდით, ჩახუტებულებიც ვიყავით... რუსებმა კიდევ იმიტომ

დაგვარტყეს, რომ ჩვენ ვუკიკინებდით

–ყველა ჯიგარი და ნამდვილი ქართველი დღეს ჩემს გვერდით დგას

–დაუშვათ შეხვედი რესტორანში და სხედან კანადელები, ევროპელები, ამერიკელები და რუსები. ვისთან დაჯდები? ხო რუსებთან დაჯდები?

–ჯიგრული რეფერენდუმი და ჯიგრული არჩევნები

–ილია არაა ჩემი კუმირი

–ამერიკის ასაკის თუთის ხე მიდგას ეზოში

ნარევი ოპო–მარგალიტები:

–ენა, მამული, სარწმუნოება წამართვა მიშამ მე, როგორც ახალგაზრდას (ნინელი ჭანკვეტაძე)

–თუ დაარბევს აღდგომამდე ძალიან კარგს იზავენ და გადადგება (ნუკრი ქანთარია)

–უნივერსიტეტში ლექციებს არ ატარებენ და ბავშვები ქუჩის ადამიანები ხდებიან (ნინელი ჭანკვეტაძე)

–მართლმადიდებლურად ვიდგებით! (ეკა ბესელია)

–დიალოგი ეშმაკის ენაა (სალომე ზურაბიშვილი)

–ცოტა ხანში ამათ უბნებისთვის პასუხის გაცემა მოუწევს ტო, ყველა უბანი გამოვა და თავის სათქმელს იტყვის (“კორკოტა”)

–ჯერ უნდა ავიღოთ თბილისი, მერე ყველა სოფელი და მერე მთელი საქართველო! (ლევან გაჩეჩილაძე)

–საქართველო ესმის მხოლოდ მაღალგანვითარებულ ადამიანს (ბასა ფოცხიშვილი)

–აგარაკს არ დავთმობ, ლტოლვილებისათვის არ გამოდგება... იქ ყოფილხართ? რომ მოხვალთ დარწმუნედებით, რომ ლტოლვილები იქ ვერ იცხოვრებენ (ნინო ბურჯანაძე)

–როცა კანონი არ კანონობს და ადამიანი სჩადის დანაშაულს, ადამიანი იქცევა კანონად (სოსო ჯაჭვლიანი)

–ფაშიზმმა ააყვავა გერმანია (რეზო ესაძე)

–91-ში "რაც მოხდა, მოხდა" (ქეთი დოლიძე)

–ვანესა რედგრეივი მირეკავს და ვიღაცა სოფლელი უგულავა მაიგნორირებს (ქეთი დოლიძე)

–უწმინდესსაც დავურეკე - არ ვიცი როგორ, მობილური მაშინ არ იყო და არაფერი! (ქეთი დოლიძე)

–ჩვენ ვამბობთ, რომ პოლიტიკას აქვს საზრისი და ეს საზრისი არის მსახურება, აქიმობა (ლევან მაისაშვილი)

–ჩვენ ვცდილობთ, ქვეყანა ჭაობიდან ამოვიყვანოთ
ვიბრძვით სუფთა ხელებით, ცარიელი გულით და თავით (ლევან გაჩეჩილაძე)

–ალასანია კულინარიელებში რომ იყო კარგია - გამეხარდა, გვეღირსება ქუჩის აკადემია გამოვლილი პრეზიდენტი (აკაკი გლურჯიძე, მსახიობ ნანა შონიას მეუღლე)

–გენდერული თანასწორობის საუკუნე - ეს ხომ სატანიზმია, არაფერი სხვა ( რეზო ჩხეიძე და გიგა ლორთქიფანიძე)

–დავით აღმაშენებელი იამაყებდა თქვენით ხალხნო, მისი სული ზეიმობს ახლა ( გუბაზ სანიკიძე)

–ეს კვირა რომელიც იწყება არის ეშმაკის კვირა (სალომე ზურაბიშვილი)

–ერთი შუშაბანდის ხელა რუსთაველი გვაქვს (ქეთი დოლიძე)

–ჩვენ უნდა გავხდეთ კოლექტიური ბელადი! (გუბაზ სანიკიძე)

–მე, თქვენი მანდატით აღჭურვილი პარლამენტარი ვარ (ნესტან კირთაძე)

–ნუ გეშინიათ, მიშა რო დაახვევს, გეტოს აგიშენებთ და ზუსტად ისეთ სისტემაში გაცხოვრებთ, როგორშიც ეხლა გვაცხოვრებს თქვენი ბელადი და რომელიც თქვენ ასე ძაან მოგწონთ (ლევან გაჩეჩილაძე)

–კარგია რომ დაგვარბიოს (ლევან გაჩეჩილაძე)

–დღევანდელ დღესა და 37 წელს შორის არანაირი განსხვავება არ არის (რობერტ სტურუა)

–ქურდი და ავაზაკი ჩემთვის არაა დიდი ცოდვა (რობერტ სტურუა)

–რა აკლდა ილიას? კაი სახლი ჰქონდა, კაი ბანკი ჰქონდა (რობერტ სტურუა)

–ამ კვირაში თუ არ მოახერხებთ, საქართველო აღარ იარსებებს (რობერტ სტურუა)

–ვინც ეხლა ქუჩაში დგას, იმის ნახევარი სკამებზე ოცნებობს (რობერტ სტურუა)

–მიტინგებს რომ ვუყურებ ვხედავ უვიც ხალხს (რობერტ სტურუა)

–რეზიდენციასთან ლოცვაზე კურთხევა უკვე გვაქვს! (ბაკურ ბაკურაძე)

–ჩემზე და შენზე ძაან რესტორნები და ბარები არავის არ გვევასება, მაგრამ ბუშლატით დავდივარ 3 დღე (ლალი მოროშკინა)

–წეროვანის გეტო (ლალი მოროშკინა)

–თან პიკეტი გვაქვს და თან ტრაპეზი (ზვიად ძიძიგური)

–წავედით კანცელარიასთან, საკნები წაგვაღებინეთ (ლევან გაჩეჩილაძე)

–ყუბანეიშვილს სადაც შევხვდები იქ ავაწნავ სილას (ლევან გაჩეჩილაძე)

–მცირე სისხლისღვრა შეიძლება მოხდეს (ლევან გაჩეჩილაძე)

–ყველამ თქვენს სახელზე თითო საკანი დადგით (ზვიად ძიძიგური)

–ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც კონსტანტინე გამსახურდიას ნაციონალური მოძრაობის რაღაც უჭირავს ხელში (ლევან გაჩეჩილაძე)

–ჟურნალისტები ქუჩის მეძავები არიან (გიორგი მაისაშვილი)

–ხელისუფლების რღვევა ნახალოვკიდან დაიწყო (ლევან გაჩეჩილაძე)

–აფრასიძეების ისტორიაზე ვარ გაზრდილი (ნინო კავსაძე)

–ხალხი ამათი დამწვარი გვამებით ირბენს ქუჩებში (გუბაზ სანიკიძე)

–ვინც მიტინგზე არაა, თათქარიძეები არიან ( გუბაზ ანიკიძე)

–ყველას სიები გვაქვს და მიშა რომ წავა, თქვენზე ნადირობა წავა (გუბაზ სანიკიძე)

–შეშინებულები ყოფილან ის სპეცრაზმელები და იმიტომ აბრახუნებდნენ ფარებს (დავით აქუბარდია)

–26 მაისი ცხადდება ახალ 9 აპრილად (ლევან გაჩეჩილაძე)

–ჩვენ აქ მოვედით მომიტინგეები, პროტესტანტები... (ლევან გაჩეჩილაძე)

–მიშა დე იურე პრეზიდენტია (ლევან გაჩეჩილაძე)

–ალალ-მართალი ძმა საკანში მიზის (ლევან გაჩეჩილაძე)

–თუ ცხვირს ჩამოვუშვებ, მომვარდით და მაგრად დამირხიეთ (ლევან გაჩეჩილაძე)

–ხომ მოუთავეს რუსებმა ამათ დღენახევარში ომი? ერთი გადმოუფრინეს და ეგრევე მოუთავეს (მამუკა კაციტაძე)

–ელასტიურები უნდა გავხდეთ, უნდა დავბრუნდეთ რუსებთან (გოგი თოფაძე)

–ჩვენს მხარეს ფანატიკოსებს ვერ ვხედავ, როგორც პირველი პრეზიდენტის დროს იყო.
თვალებში ვატყობ (რობერტ სტურუა)

–ჩეხი დეგენერატი ელჩი... (რობერტ სტურუა)

–92-ში დაიწყო საქართველოს აღორძინება...(ვაჟა ლორთქიფანიძე)

–აიათოლა ერთ-ერთი პროგრესული ლიდერია თანამედროვე სამყაროში (სულხან მოლაშვილი)

–რას ერჩოდნენ იმ პატარა ბავშვებს და ქალებს შუაღამისას დაძინებულები რომ დაბომბეს ცხინვალში? (გოგი თოფაძე)

–მიშამ ბადაგონი იმისთვის შექმნა, რომ ქართული ღვინო გააქროს ( გოგი თოფაძე)

–ფრანგები დემოკრატები არ არიან, აფრიკას რა უქნეს... (გოგი თოფაძე)

–პუტინის ხელში ვართ და უნდა ვაღიაროთ (გოგი თოფაძე)

–რუსების დროს ყველაზე მაგრად განვვითარდით (გოგი თოფაძე)

–აი ეს არის განსხვავება ამ ორ პრეზიდენტს შორის, რომ ედიკას სისხლი არ დაუღვრია (ნანა კაკაბაძე)

–როცა ვაპირებდით რეფორმების გატარებას და კორუფციის მოსპობას, ზუსტად მაშინ მოვიდა ეს მიშა და მოგვიწყვეს ყვავილების რევოლუცია (ედუარდ შევარდნაძე)

–როგორ შეიძლებოდა თათარაშვილის დაჭერა? შევარდნაძის დროს ამას ვინ იკადრებდა?
მამაშვილურად გააფრთხილებდნენ (გოგი თოფაძე)

–თითოეული ადამიანი რომელიც საკანში შემოვა და თუნდაც რამდენიმე საათს დაჰყოფს, აუცილებლად მიხვდება თუ რა გადაიტანა გიამ, ეს მისი გოლგოთაა (ლალი მოროშკინა)

–პუტინს ყოველთვის ვაბარებდი ანგარიშს (ედუარდ შევარდნაძე)

–ზვიადი რომ არ ჩამოსულიყო ოჩამჩირეში, სოხუმს არ დავკარგავდით... (ედუარდ შევარდნაძე)

–ბატონო ედუარდ, ავღანეთში თქვენ ძეგლი უნდა დაგიდგან (დავით ქუბარდია)

–რუსეთი ჩიხშია აფხაზეთის და ოსეთის აღიარებით და სახე რომ შეინარჩუნოს რუსეთის ფედერაციამ მოდი ჩვენ კოფედერაცია შევქნათ (დავით აქუბარდია)

–ვკუსი” არ აქვს, თბილისურად არ გაიზარდა. თბილისური, ვაკური პონტი არ აქვს მიშას (შალვა რამიშვილი)

–თუ ტიპს ფულს ახევ და უტეხავ - ზნაჩიტ ღირსია (შალვა რამიშვილი)

–შევარდნაძემ რუსის ჯარი ისე შორს გადაიყვანა, რომ ვეღარ ვხედავდით (კოკა ყანდიაშვილი)

–ჩვენ ამერიკელ სენატორებს ქრთამს ვაძლევთ, რომ მხარი დაგვიჭირონ (კოკა ყანდიაშვილი)

–რუსები ჩვენი ძმები არიან და რუსული ბომბები ღვთისგან მოვლენილი სასჯელი იყო (მიტროპოლიტი იობი)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100