სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წყარო: 15 წლის მოზარდის დაჭრაში ეჭვმიტანილები, ამ დრომდე, არც დაკავებულები და არც დაკითხულები არიან

დრონი.ჯი- ინფორმაციით რუსთაველის გამზირზე15 წლის მოზარდი დაჭრის ფაქტზე ჯერ-ჯერობით არცერთი ეჭვიტანილი არ არის არც დაკავებული და არც დაკითხული.

როგორც ჩვენს რედაქციას სანდო წყარომ აცნობა მოზარდის დაჭრაში არა ერთი, არამედ რამდენიმე პირია ეჭვიმატნილი და დაჭრილის ოჯახის ახლობლებმა, თვითმხილველებმა და ახლო მეგობრებმა ამის შესახებ იციან. ასევე ამის შესახებ იციან ეჭვმიტანილების მეგობრებმაც.

სანდო წყარო ჩვენთან საუბარში იმასაც აცხადებს, რომ გამოძიების შესაბამისი უწყება მისულიც კი არ არის ამ დრომდე ეჭვმიტანილების ოჯახებში.

თუ რა ეტაპზეა გამოძიება მომხდარიდან ერთი დღის შემდეგ, ამის გასარკვევად დრონი.ჯი შსს-ს დაუკავშირდა.

„გამოძიება მიმდინარეობს, დაიკითხება ყველა ის პირი ვისაც გამოძიება ჩათვლის საჭიროდ, ჯერ-ჯერობით კი მიმდინარეობს მოკვლევა და არცერთი პირი არ არის დაკავებული“- აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსთაველის გამზირზე15 წლის მოზარდი გულ-მკერდის არეში დაჭრეს. დაჭრილი ამჟამად ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

„მდგომარეობა დასტაბილურდა, პაციენტი მოხსნილია ხელოვნური სუნთქვის მართვის აპარატიდან, დინამიკა მკვეთრად გაუმჯობესებულია, სასიცოცხლო ნიშნები სტაბილურია და მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება“- განუცხადა დრონი.ჯის ინგოროყვას კლინიკის ხელმძღვანელმა კონსტანტინე მუმლაძემ.

თუ რას ელოდება გამოძიება და როდის მოხდება მოზარდის დაჭრაში ეჭვმიტანილების დაკითხვა და დაკავება ამაზე გამოძიება ამ დრომდე დუმს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100