"აირინი" აშშ-ში: პირველი ფოტოვიდეორეპორტაჟი ჩრდილოეთ კაროლინიდან

ჩრდილოეთ კაროლინაში “აირინის” პირველი შემოტევის შემდეგ ათეულ ათასობით ადამიანი დაზარალდა. სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც: 9 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი გარდაიცვალა. სოციალურ ქსელებში, ასევე რამდენიმე უცხოური სააგენტოს მიერ უკვე გავრცელდა პირველი ფოტოები, რომლებიც სტიქიური უბედურების ზონაშია გადაღებული.

“აირინის” ჩრდილოეთის მიმართულებით გადაადგილების გამო სანაპირო ზოლზე ტალღების სიმაღლე მატულობს და უკვე 19 ფუტს (5,8 მეტრი) გადააჭარბა. ქარიშხლის მაქსიმალური სიჩქარე ამ დროისთვის საათში ასი მილია (72 მ/წმ). გადაადგილებისას “აირინი” რამდენიმე წამში გლეჯს მიწიდან მრავალწლიან ხეებსა და ელექტროენერგიის სადენების ბოძებს. აღმოსავლეთის დროით დაახლოებით დილის 7:30-ზე ქარიშხალმა ჩრდილოეთ კაროლინას მიაღწია და ელექტროენერგიის გარეშე დატოვა 200 ათასი ადამიანი. უკვე საღამოს ვირჯინიის შტატში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა დაახლოებით 500 ათასი მოქალაქე.

გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს “აირინის” პირველი შეტევის ადგილებიდან. ფოტოები გადაღებულია “როიტერის”, “ასოშიეტედ პრესის”, “იპას” და სხვა სააგენტოების მიერ.

ვიდეო: AP

კომენტარი