სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჯორჯიან მანგანეზმა“ “დედაენის ბაღის” საახალწლოდ მორთვაში მონაწილეობა მიიღო

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ დედაქალაქის მერის კახა კალაძის საახალწლო ინიციატივაში – “ერთად მოვრთოთ თბილისი” ჩაერთო და “დედაენის ბაღში”, საახალწლო ქალაქის მორთვაში მონაწილეობა მიიღო.
კომპანიის წარმომადგენლებმა “დედაენის ბაღში” პოლონურ-ქართული კომპანია “აგრომაქს დეკორის“ წიწოვანი მცენარეები საახალწლო ილუმინაციებით მორთეს, ნაძვის ხის ორიგინალური დეკორაციები წარმოადგინეს და სპეციალური საახალწლო ჯიხური დადგეს.


როგორც „კვირასთან“ საუბარში „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა აღნიშნა, კომპანიამ სიამოვნებით მიიღო დედაქალაქის საახალწლოდ გალამაზებაში მონაწილეობა. ნიკოლოზ ჩიქოვანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა აქტიურად ჩაერთოს ქალაქის საახალწლოდ მორთვაში.


„ჩვენმა კომპანიამ პოზიტიურად მიიღო დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივა საახალწლოდ თბილისის ერთად მორთვის თაობაზე და კამპანიაში აქტიურად ჩაერთო. “დედაენის ბაღში”, ერთ-ერთ კუთხეში მოვრთეთ ცოცხალი ნაძვის ხეები, გამოვფინეთ საახალწლო დეკორაციები და განვათავსეთ საახალწლო ჯიხური -ეს ყველაფერი საკმოდ ორიგინალური და ლამაზი გამოვიდა. ვიმედოვნებთ, რომ მოსახლეობა აქტიურად ჩაერთვება მერის ინიციატივაში, რათა ქალაქი კიდევ უფრო გალამაზდეს საახალწლოდ. ყველა აღნიშნავს, რომ თბილისი წელს განსაკუთრებით ლამაზია და მეც ვეთანხმები ამ შეფასებას“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, რომ “დედაენის ბაღში” საახალწლო ქალაქი 24 დეკემბერს გაიხსნა. საახალწლო ქალაქი ვიზიტორებს 7 იანვრის ჩათვლით, დილის 10 საათიდან ღამის 12 საათამდე, მრავალფეროვანი გასართობი პროგრამით უმასპინძლებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100