სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ უნდა აიღოთ დაბალპროცენტიანი ავტო სესხი

გეგმავთ ავტომობილის ყიდვას, მაგრამ არ გაქვთ საკმარისი ფინანსები? Credy 24-ის ავტო სესხი საშუალებას გაძლევთ მიიღოთ დამატებითი თანხა და შეიძინოთ სასურველი მარკის ავტომობილი. სესხის ოდენობა დამოკიდებულია მანქანის ღირებულებაზე. კომპანია აფასებს ავტომობილის მდგომარეობას და ადგენს მის ფასს, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება თანხის ოდენობა. ავტო სესხი ავტომობილის უზრუნველყოფით გაიცემა, თუმცა კომპანიები უფლებას აძლევენ კლიენტს განაგრძოს მანქანის მართვა. ავტო სესხით სარგებლობა შესაძლებელია ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. კრედიტის სწორად შესარჩევად მნიშვნელოვანია წინასწარ გაეცნოთ პირობებს და დაადგინოთ ხარჯები, რათა თავიდან აირიდოთ მოულოდნელი ფინანსური პრობლემები. თანხის აღებამდე შეადარეთ კრედიტორების შეთავაზებები ერთმანეთს და დაფიქრდით რამდენად მისაღებია კომპანიის მიერ შემოთავაზებული პირობა.

უზრუნველყოფილი სესხის აღებისას აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ მომსახურების პირობას და გაითვალისწინოთ გადახდის რესურსი. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კრედიტორს უფლება აქვს მოახდინოს ჩადებული ქონების რეალიზაცია. შესაბამისად, მომსახურებით სარგებლობამდე საჭიროა სესხის ხელშეკრულების დეტალურად გაცნობა და გათვალისწინება, საპროცენტო განაკვეთის და ყოველთვიურად გადასახადი თანხის გამოთვლა. პროდუქტის პირობების ცოდნა დაგეხმარებათ პასუხისმგებლობით ისესხოთ თანხა, ეს კი თავიდან აგარიდებთ გაუთვალისწინებელ ხარჯსა და ფინანსურ პრობლემას.

როდის უნდა ისარგებლოთ ავტო სესხის პროდუქტით?

ახალი ავტომობილის ყოლა ყველას სურვილია, თუმცა მისი შეძენა არც ისე მარტივია. განსაკუთრებით კი დაბალი შემოსავლის პირობებში. ამასთან, ფულის შეგროვება დიდ დროს მოითხოვს. თუ არ გაქვთ საკმარისი ფინანსები იმისთვის, რომ მანქანა საკუთარი რესურსით შეიძინოთ, ავტო სესხების მომსახურება დაგეხმარებათ.

თუ არსებული შემოსავლის პირობებში ვერ ახერხებთ ფულის შეგროვებას ან სწრაფად გეხარჯებათ თანხა, შეგიძლიათ ავტო სესხის მომსახურებას მიმართოთ. ავტომობილის შერჩევამდე გაითვალისწინეთ წლოვანებაც, თუ გამოშვების წელი 1998 ან უფრო ძველია, შესაძლოა სესხის დამტკიცებაზე უარი მიიღოთ. გაარკვიეთ პროდუქტის პირობა, რათა ზუსტად იცოდეთ გადასახადი თანხის ოდენობა. თუ არ იცით რომელ კომპანიას მიმართოთ და რომელი შეთავაზებით ისარგებლოთ, ეწვიეთ ვებგვერდს Credy24.ge. გაეცანით კომპანიების შეთავაზებებს ერთ სივრცეში, გაარკვიეთ რა ხარჯი ექნება პროდუქტს და შეარჩიეთ თქვენს მოთხოვნაზე მორგებული მომსახურება.

როგორ უნდა გააკეთოთ სწორი არჩევანი?

სწორი არჩევანის გასაკეთებლად საჭიროა კომპანიების პირობების ერთმანეთთან შედარება, რასაც გარკვეული დრო და ამასთან, ფინანსური განათლება სჭირდება. ხშირად სიჩქარის გამო არ ვაკვირდებით პირობას და ვსარგებლობთ ისეთი სერვისით, რომელიც დამატებით პრობლემას გვიქმნის. ფინანსური პორტალი Credy24 საშუალებას გაძლევთ ერთ სივრცეში გაეცნოთ კომპანიების პირობებს და თავიდან აირიდოთ გაუთვალისწინებელი პრობლემები. ვებგვერდი გაგიწევთ შუამავლობას, რათა შეარჩიოთ თქვენზე მორგებული სერვისი და გააკეთოთ გონივრული არჩევანი. კრედი 24-ის დახმარებით მარტივად შეარჩევთ ყველაზე იაფ და მოსახერხებელ ავტო სესხს. ამასთან არ მოგიწევთ სატრანსპორტო საშუალების გადაფორმება არ დაგჭირდებათ სახლიდან გასვლა. განაცხადს ინტერნეტით გააკეთებთ, ისარგებლებთ დაბალ პროცენტიანი სესხით და დაზოგავთ თანხას. მომსახურების პირობების ცოდნა საშუალებას მოგცემთ სწორად დაგეგმოთ თქვენი ბიუჯეტი, დროულად დაფაროთ ვალდებულებები და შეიქმნათ დადებითი საკრედიტო ისტორია. სესხის აღებისას განსაზღვრეთ რა პერიოდით იღებთ თანხას და რამდენ ვადაში დაფარავთ მას. ამასთან, გაითვალისწინეთ თქვენი შემოსავლის ოდენობა და ისესხეთ იმდენი, რამდენის გადახდასაც თქვენი ბიუჯეტი შეწვდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100