სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ცეცხლი დანთებულია!!!!!!!! სამოქმედო გეგმას გაცნობებთ უახლოეს დროში!" - აი რას წერს ბახალას მეგობარი, მუსიკოსი, ზაზა ნოზაძე

მუსიკოსი ზაზა ნოზაძე მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის იგივე ბახალას დაკავებას ეხმაურება:

"მახსოვს, როდესაც ვიღებდით "ტალღის" ვიდეოს, ბახალა როგორ ანთებდა ცეცხლს "ბოჩკებში".. ოპერატორის ხმა: "ბახალ, ცეცხლი!" ზუსტი ფუნქცია ჰქონდა! გიორგის იდეაა - "ტალღა", რომელშიც გაერთიანდნენ არტისტები "მოძრაობა" მიზნად ისახავდა, იმ ადამიანების დახსნას ციხეებიდან ვინც "მსხვერპლი" იყო სწორედ იმ სისტემის, რომლის მსხვერპლი თავად გიორგია დღეს!!!
ცეცხლი დანთებულია!!!!!!!!

გარეთ დარჩა გიოს იდეა - "ტალღა" (კიდევ კარგი იდეებს ვერაფერს "უდებენ" და ვერ იჭერენ) და მწამს, რომ ამჯერად გაერთიანდება მთელი საზოგადოება იმ სირცხვილის და სიბნელის წინააღმდეგ რაც მოხდა დღეს, გუშინ, გუშინწინ და ხდებოდა, ხდება და მოხდება ყოველდღე, თუ ეს განუკითხაობა და სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების ბედით თამაში არ დასრულდა ოდესმე!

მჯერა, რომ ეს ბრძოლა, დასრულდება საზოგადოების გამარჯვებით, დუელში საკუთარ მთავრობასთან და გიორგი გიორგანაშვილს უახლოეს მომავალში ვიხილავთ გარეთ!!! როგორც ყველა უდანაშაულოდ დაჭერილ პატიმარს!!!!!!!! ჩვენ გავიმარჯვებთ! ეს არის, გარდაუვალი! სამოქმედო გეგმას, გაცნობებთ უახლოეს დროში!".


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100