სს „საქართველოს რკინიგზისათვის“ მგზავრთა გადაყვანა ყოველთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა

საქართველოს ტურისტული პოტენციალის ზრდასთან ერთად ჩვენი კომპანია ძალისხმევას არ ზოგავს მგზავრთა კომფორტული გადაადგილების, მათი მომსახურების ხარისხის ზრდისა და მგზავრთა უფლებების დაცვის კუთხით. 2015 წლიდან დღემდე ბევრი გაკეთდა ამ მიმართულებებით.

გადაყვანილი მგზავრების სტატისტიკა შემდეგია:

მგზავრთა რაოდენობა ('000)

2015

2016

2017

სულ 2017

2,397

2,463

2,680

მაგისტრალური

976

1,110

1,296

რეგიონული

1,323

1,262

1,276

საერთაშორისო

98

90

108


მგზავრთა მომსახურების კუთხითაც რიგი სასიკეთო ცვლილებები განხორციელდა, მაგალითად შეძენილ იქნა 4 თანამედროვე, ორსართულიანი, კომფორტული ელექტრომატარებელი შვეიცარული კომპანია შტადლერისაგან. მათ ძალიან მალე დაიმკვიდრეს თავი ბაზარზე და ყველაზე მოთხოვნადი გახდნენ, არა მარტო ზაფხულის სეზონისათვის, არამედ მთელი წლის განმავლობაში. საგულისხმოა, რომ აღნიშნული მატარებლები სრულიად აკმაყოფილებს შშმ პირების მომსახურებისათვის განსაზღვრულ სტანდარტებს. ამასთან, სს „საქართველოს რკინიგზამ“ აიღო ვალდებულება, რომ ყოველი ახლად შეძენილი სამგზავრო შემადგენლობა თუ ნებისმიერი ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მგზავრებისათვის იქნება განპირობებული, ასევე დააკმაყოფილებს ზემოხსენებულ სტანდარტებს. სამგზავრო ბილეთების რეალიზაციის ხელმისაწვდომობისა და გამარტივების მიზნით დაინერგა მობილური აპლიკაცია, რომელიც ყველა საოპერაციო სისტემაზეა მორგებული. ასევე, მგზავრთა მოთხოვნების გათვალისწინებით აპლიკაციაში ჩაშენდა ადგილების შერჩევის ფუნქციონალი. სს „საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანას მოპოვებული აქვს ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სერტიფიკატი. ყოველივე ზემოაღნიშნულმა დადებითი ეფექტი იქონია მგზავრთა კმაყოფილების კუთხით.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მგზავრთა უფლებების დაცვას. ამისათვის, სს „საქართველოს რკინიგზამ“ აიღო რიგი ვალდებულებები ევროპარლამენტისა და საბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის N 1371/2007 რეგულაციით გათვალისწინებული მგზავრთა ძირითად უფლებათა და ვალდებულებათა რეალიზაციის წესის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე მგზავრთა სარკინიგზო მომსახურებით უზრუნველყოფის და პრეტენზიებზე რეაგირების მექანიზმების რეალიზებაზე.

სს „საქართველოს რკინიგზა“ კვლავ აგრძელებს მუშაობას მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით და მოსალოდნელი სიახლეების შესახებ ინფორმაციას უახოეს პერიოდში შეიტყობთ.

საქართველოს რკინიგზა ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!

კომენტარი