სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისის ბანკმა ინტერნეტ და მობაილბანკის გათამაშების გამარჯვებულები გამოავლინა

„თიბისი ბანკის“ 2017 წლის ინტერნეტ და მობაილბანკის გათამაშება, რომელიც 2 ოქტომბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა, დასრულდა.

გათამაშებაში „თიბისი ბანკის“ 360,000-მდე მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა. მათგან 15 იანვარს სამი გამარჯვებული გამოვლინდა. „მარიამ დალაქიშვილი-ამინაშვილი 50,000 ლარით, ანი ქაფიაშვილი 10,000 ლარით, ხოლო იოანე ფრანგიშვილი 5,000 ლარით დასაჩუქრდნენ. ინტერნეტ და მობაილბანკის გათამაშება სულ 3 თვე გრძელდებოდა - 2 ოქტომბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში, ყოველი თვის დასაწყისში 55,000-მდე მომხმარებლს, ინტერნეტ და მობაილბანკში შესვლისთანავე მომენტალური საჩუქრები, 10GB-მდე მობილური ინტერნეტი ან 2,000 ლარამდე თანხა გადაეცა“, – აცხადებენ„თიბისი ბანკში“. მათივე ინფორმაციით, გათამაშების ფინალი, 15 იანვარს, 20:00 საათზე, „თიბისი ბანკის“ სათაო ოფისშიგაიმართა.

ინტერნეტბანკის მომხმარებლებსYOUTUBE-ის ლინკი გაეგზავნათ, რომლის საშუალებითაც გათამაშების ყურების საშუალება ჰქონდათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100