სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი პროგნოზის შესახებ იტყობინება

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი პროგნოზის შესახებ იტყობინება:

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება მცირე ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +5, +10, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0, +5 გრადუსია მოსალოდნელი.

30 იანვრიდან 2 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +4, +9 გრადუსის ფარგლებში იქნება. 2 - 4 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

3 – 4 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +13, +18, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100