სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"უდიდესი მადლობა მოლოცვებისათვის, საქართველოს ხიდი Grammy-სთან უკვე გადებულია" - ნახეთ რა ინფორმაციას აქვეყნებს ზაზა შენგელია

"ეს გახლავთ სწორედ ის სიმღერა, რომელიც ''ბრავო რექორდსში'' ჩაიწერა და რომელიც რეპერ Residente-ს ალბომში შევიდა და რომელმაც 3 დღის წინ Grammy-ის უმაღლესი ჯილდო მოიპოვა. სიმღერას ჰქვია ''ომი'' (Guerra) და შესანიშნავი კლიპიც შესაბამისი სულისკვეთებით და ძალიან შთამბეჭდავადაა გადაღებული. სიმღერის ჩაწერაში მონაწილებდნენ პანკისელ ქალთა ანსამბლი ''აზნაში'' და ირაკლი ახალაია (ფანდური). ხმის რეჟისორი ალეკო ბერძენიშვილი, Very Well Done Maaaan. ყველას, ყველას, ყველას კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მოლოცვებისათვის. საქართველოს ხიდი Grammy-სთან უკვე გადებულია. ძალიან მინდა ვისურვო, რომ მომავალში ''ბრავო რექორდსი'' Grammy-ის დაჯილდოების ცერემონიალზე წარსდგეს ქართველი და არა პუერტო-რიკოელი მუსიკოსების ნამუშევრებით", - ავრცელებს ინფორმაციას ზაზა შენგელია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100