სამოგზაურო დაზღვევის შეძენა უკვე პირადი მონაცემების შეყვანის გარეშეა შესაძლებელი

თიბისი დაზღვევას სიახლე აქვს. დღეიდან, თქვენ შეგიძლიათ პირადობის მოწმობის ან პასპორტის ფოტო გადაიღოთ და ფეისბუქმესენჯერის საშუალებით გაუგზავნოთ თიბისი დაზღვევის ბი ბოტს, შესაბამისად სამოგზაურო დაზღვევის შეძენისას პირადი მონაცემების აკრეფვა აღარ დაგჭირდებათ.

ბი ბოტის მთავარი მიზანი დაზღვევის ონლაინ შეძენის გამარტივებაა. პროგრამა, რომლის შექმნაზეც ქართულმა სააგენტო პულსარმა იმუშავა, პირდაპირ ფეისბუქ მესენჯერიდან იძებნება. 6 თვის განმავლობაში ბი ბოტით უკვე 20 000 - ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა და ეს რიცხვი ყოველდღიურად მატულობს.

თიბისი დაზღვევა მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს ტექნოლოგიურ ინოვაციებს და მომავალშიც გააგრძელებს ბი ბოტისშესაძლებლობების განვითარებას და ბევრი სხვა სიახლის შეთავაზებას.

კომენტარი