სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მთის კურორტების განვითარების კომპანია“ მოთხილამურეებს უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ მოგმართავთ თხოვნით.

ქვეყნის ცნობადობის გაზრდას, მოჰყვა ვიზიტორების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, ყველა სამთო-სათხიამურო კურორტზე. ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო, გაიზარდა ზვავსაშიშროების საფრთხე გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულთათვის. სწორედ ამიტომ, თქვენივე უსაფრთხოებისთვის გთხოვთ, მოქმედ სათხილამურო კურორტებზე დაემორჩილოთ ადმინისტრაციასა და სათხილამურო გზებზე მომზადებულ მარკირებულ ნიშნებს.

აგრეთვე, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ ლომისას, კობის, თრუსოს, ყაზბეგის, ჯუთას, უშბის, თეთნულდის, უშგულის, ბაკურიანის, გოდერძის, ბახმაროსა და თუშეთის ტერიტორიებზე გაუკვალავ თოვლში სრიალისას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100