სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით მესხიშვილი: „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ პარკირების სისტემის მართვის გამოცდილება არ აქვს

„სიხარული „სი-ტი პარკი“ გავაგდეთ და რაღაც ძალიან მაგარი ცხოვრება იწყება პარკირებაში, ამას ვერ გავიზიარებ“, - ამის შესახებ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილმა განაცხადა.

მესხიშვილი ეჭქვეშ აყენებს თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ შპს „სი-ტი პარკთან“ კონტრაქტის გაუქმების დღიდან, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „სი-ტი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს, რადგან სატრანსპორტო კომპანიას არ აქვს პარკირების სისტემის მართვის გამოცდილება.

„თბილისის მერია სი-ტი პარკთან, რომ აპირებდა ხელშეკრულების გაწყვეტას ჩვენთვის არ იყო მოულოდნელი(ყველა მერობის კანდიდატს საარჩევნო პროგრამაში ჰქონდა შეტანილი). ეს იყო მოსალოდნელი, მოულოდნელი იყო ის, რომ უკეთესი პარკირების სისტემის გეგმა, ხედვა ვერ მოვისმინეთ. რეალურად გაწყდა ხელშეკრულება და ნაწილ-ნაწილ ვისმენთ ხელშეკრულებებს, რომ შეიძლება ასე ან ისე იყოს, ან ჩვენ ვიფიქრებთ, რომ დავნერგოთ ამა თუ იმ ქვეყნის მოდელი. მხოლოდ ზოგადი საუბრებია. კარგი იქნებოდა უფრო მომზადებული ყოფილიყვნენ, კონკრეტული გეგმა წარმოედგინათ, რა იქნებოდა ხელშეკრულების გაწყვეტიდან. პრობლემა ის ხომ არ იყო „სი-ტი პარკი“ სახელის გამო მოგვწონდა თუ არ მოგწონდა? რა თქმა უნდა ჯარიმა საზოგადოებას არასდროს მოეწონება და არც ევაკუატორით მანქანის გადაყვანა. საზოგადოებას არ მოსწონდა არსებული სისტემა, არ იქმნებოდა პარკირების დამატებითი ადგილები, რაც შესაძლებელი იყო კარგად ყოფილიყო მოწესრიგებული.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით რასაც ვხედავთ, ეს აბსოლუტურად უცვლელია, თავისი თანამშრომლებით უნდა გადაიბაროს სატრანსპორტო კომპანიამ. ერთის მხრივ კარგია თანამშრომლები უმუშევრები არ რჩებიან, მაგრამ რეალური სიახლე ჩვენ არ მოგვისმენია.

სატრანსპორტო კომპანიამ ჯერჯერობით უნდა გააკეთოს იგივე, რასაც აკეთებდა „სი-ტი პარკი“, თან სატრანსპორტო კომპანიას არ აქვს შესაბამისი აღჭურვა, ამიტომ კიდევ მეტი დანახარჯების გაწევა მოუწევს კომპანიას იმისთვის, რომ ეს მენეჯმენტი გაწიოს.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ სატრანსპორტო კომპანია არ არის ის კომპანია, რომელსაც საერთოდ არანაირი გამოცდილება არ აქვს და არც ჰქონია დედაქალაქის პარკირების სისტემის რეგულირებაში. ამიტომ, ის სიხარული „სი-ტი პარკი“ გავაგდეთ და რაღაც ძალიან მაგარი ცხოვრება იწყება პარკირებაში, ამას ვერ გავიზიარებ.

სამწუხაროდ, სიახლეებზე ორიენტირებული კონკრეტული გეგმა, როგორ ხდება ეს სისტემა უკეთესი, არ გვინახავს.

ჩვენი პოზიცია არის ასეთი, ეს საქმე სჯობს გააკეთოს იმან, ვისაც ამ საქმის გამოცდილება აქვს.

ეს შეიძლება იყოს რომელიმე ძლიერი საერთაშორისო კომპანია. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამოეცხადებინათ ინტერესთან გამოხატვა ან ტენდერი, ან კონკურსის რომელიმე სხვა ფორმა. შერჩეულიყო კომპანია, რომელიც ამას მიხედავდა, დამატებით ადგილებსაც შექმნიდა. ამ სისტემას უფრო გაათანამედროვებდა, ვიდრე იყო.

სამწუხაროდ, სიახლეები მერიის მხრიდან დაგეგმილი არ მოგვისმენია. ამიტომაც არის ჭორები, ეს იქნება ზონალური თუ საათობრივი, თუ გეოგრაფიული დაყოფით და ა. შ.“, - განაცხად დავით მესხიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100