სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჩვენი სიცოცხლე ხანმოკლე გასეირნებაა მარადიული ძილის წინ" - ლეილა აბაშიძის უკანასკნელი გზა

ჩვენი სიცოცხლე ხანმოკლე გასეირნებაა მარადიული ძილის წინ. მე არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც არ აფასებენ სიცოცხლის ყოველ წუთსმე საკმაოდ მძიმე ცხოვრება გამოვიარე და მუდამ დაუოკებელი სურვილი მქონდა, ბედნიერი ვყოფილიყავი. ეს წყურვილი დღესაც მკლავს…“ - ამ სიტყვების ავტორი 8 აპრილსაღდგომადღეს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა და გული ჩაწყვიტა მთელს საქართველოს.

გარდაიცვალა, თუმცა „ჭრიჭინა“, „აბეზარა“ და კიდევ 30-მდე დასამახსოვრებელი კინო-გმირი დაგვიტოვა, ამიტომ რთულია მისი მისამართით გამოიყენო სიტყვა „მოკვდაო“... არა ის არ მომკვდარა, ის მუდამ ცოცხალი იქნება მისი უკვდავი კინო-როლებით.

დიახ ეს ქართველი ლეგენდარული მსახიობი ლეილა აბაშიძეა... ლეილა აბაშიძე 1929 წლის 1 აგვისტოს თბილისში დაიბადა. მამა მიხეილ აბაშიძე რუსეთში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა, 1937 წლის რეპრესიების დროს დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს.

დიახ ეს ის ლეილა აბაშიძეა, რომლის დედაც მეუღლესთან რომ ახლოს ყოფილიყო და ენახა, მედიცინის მუშაკად წავიდა ციმბირში და შვილებიც თან წაიყვანა.

დიახ ეს, ის ლეილა აბაშიძეა, რომელმაც სწორედ ციმბირის ციხეში გამოავლინა სამსახიობო მონაცემები პატიმრებისთვის გამართულ კონცერტზე. იმ პერიოდში გაზეთ „ციმბირის პრავდაში“ დაიბეჭდა სტატია ლეილასა და მამამისის სურათთან ერთად სახელწოდებით „მამა და შვილი“, სადაც ეწერა: „მაყურებლები სცენაზე პატარა ლეილას გამოჩენას ისეთი აპლოდისმენტებით ხვდებიან, თითქოს წინასწარ გრძნობენ დიდ მსახიობს“. ეს იყო პირველი რეცენზია, რომლითაც ლეილა აბაშიძე მაყურებელმა აღიარა.

ციმბირში ლეილას მესამე ძმა შეეძინა, თვითონ კი დროებით ინტერნატში მიაბარეს. მისი ოჯახის ციმბირული ცხოვრება მამამისის დახვრეტით დასრულდა. ლეილა ამ დროს 5 წლის იყო. დედა შვილებთან ერთად საქართველოში დაბრუნდა.

ლეილა აბაშიძე პირველად ეკრანზე 1941 წელს გამოჩნდა ფილმში „ქაჯანა“, სადაც ის კატოს როლს ასრულებდა და პარტნიორობას უწევდა ნატო ვაჩნაძეს. იმ დროს მომავალი კინოვარსკვლავი მხოლოდ რვა წლის იყო. პირველ როლს მალე მეორე და მესამეც მოჰყვა („ოქროს ბილიკი“, 1945 წ. და „აკაკის აკვანი“, 1947 წ.)

1951 წელს ლეილა აბაშიძემ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. სტუდენტობის პერიოდში გადაიღეს ფილმებში „ქეთო და კოტე“ და „გაზაფხული საკენში“. მან განუმეორებელი როლები შექმნა, საყოველთაო აღიარება მოუტანა კომედიური ხასიათის როლებმა ფილმებში „ჭრიჭინა“ (მარინე, 1954) და „აბეზარა“ (ლია, 1957). ფილმმა „ჭრიჭინა“ უამრავი ქვეყნის ეკრანები მოიარა და მსახიობს დიდი წარმატება ხვდა წილად.


ნატო ვაჩნაძის შემდეგ ლეილა აბაშიძე ყველაზე პოპულარული ქართველი ვარსკვლავი გახდა. მან კომედიურ როლებთან ერთად სრულიად განსხვავებული სახეები და ტიპაჟები განასახიერა – ლელა („ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“, 1954), მანანა („ჩვენი ეზო“, 1956), მაია („მაია წყნეთელი“, 1959), მზია („სად არის შენი ბედნიერება, მზია?“, 1959), ძიძია („ხევისბერი გოჩა“, 1964), ნინო („შეხვედრა წარსულთან“, 1966), ლალი-მზევინარი („შეხვედრა მთაში“, 1966), ვარდისახარი („დიდოსტატის მარჯვენა“, 1969), ქეთევანი („მოლოდინი“, 1969).


თავბრუდამხვევი წარმატების შემდეგ ლეილა აბაშიძე ეკრანს საკმაოდ ადრე, 40 წლის ასაკში ჩამოშორდა. 1970-იანი წლებიდან მას დიდხანს არ იღებდნენ კინოში. 1970-დან 1990 წლამდე, თითქმის 20 წლის განმავლობაში მხოლოდ 5 ფილმში ათამაშეს. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 1986 წელს ლანა ღოღობერიძემ გადაიღო თავის ფილმში „ორომტრიალი“. ფილმს, სადაც ლეილა აბაშიძემ საკუთარი თავი განასახიერა. ამ ფილმს ტოკიოს კინოფესტივალზე უდიდესი წარმატება მოჰყვა. ჟიურის თავმჯდომარემ გრეგორი პეკმა აღფრთოვანება ვერ დამალა.

მოგვიანებით მსახიობმა სცენარისტობასა და რეჟისორობაშიც სცადა ბედი. ლეილა აბაშიძისა და კონსტანტინე პიპინაშვილის ერთობლივად შექმნილი სცენარით 1970 წელს გადაიღეს ფილმიმოლოდინი“, 1978 წელს მისი სცენარითფილმიკოშკები სდუმან“. ფილმშიპარიზი-თბილისი-პარიზიკი ლეილა აბაშიძე სამ ამპლუაში მოგვევლინასცენარის ავტორი, რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი.

2009 წლის 8 მარტს თბილისში, კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ ლეილა აბაშიძის ვარსკვლავი გაიხსნა.

საინტერესო ფაქტები ლეილა აბაშიძეზე:

▪ ლეილა აბაშიძე საბჭოთა კავშირის ქალი ვარსკვლავების ხუთეულში შევიდა, ვისაც 20-მილიონიანი დასწრების რამდენიმე ფილმი (5 ფილმი მთავარი როლით) აქვს.

▪ 1954 წელს, ამერიკაში საბჭოთა ფილმების კვირეულის მიმდინარეობისას, ამერიკული პრესა ლეილა აბაშიძეზე წერდა — ახლა საბჭოელებს თავისი ეკრანის ვარსკვლავი, თავისი მერი პიკფორდი ჰყავთო.

▪ ლეილა აბაშიძის სილამაზით აღფრთოვანებული კინოკრიტიკოსები მას ოდრი ჰეპბერნსა და ჯინა ლოლობრიჯიდას ადარებდნენ. მსახიობი თაყვანისმცემელ მამაკაცთა სიმცირეს არც საზღვარგარეთ და არც სამშობლოში არ უჩიოდა. ამბობენ, რომ მას ხელსა და გულს სთავაზობდნენ ეგვიპტელი და მექსიკელი მულტიმილიონერები, თუმცა მსახიობმა ყველა შეთავაზებაზე უარი თქვა.

ბოლო პერიოდში ლეილა აბაშიძე ძალიან ავადმყოფობდა. მსახიობი თავის ტვინის იშემიური ინსულტის დიაგნოზით კლინიკაში რამდენიმე თვის წინ მოათავსეს და ეს მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. სამწუხაროა, რომ ქართულ კინოს და ზოგადად საქართველოს აღარ ჰყავს ლეგენდა სახელად ლეილა აბაშიძე.

მსახიობს 12 აპრილს უკანასკნელ გზაზე გააცილებენ.





კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100