სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზენტაციის დროს წამყვანი სცენიდან ჩამოვარდა და ძირს გაიშხლართა

ტექნოპარკში სამსუნგის Galaxy სერიის ახალი სმატფონების პრეზენტაციაზე შეკრებილი ხალხი უხერხული ინციდენტის შემწრე გახდა. ღონისძიების მსვლელობისას წამყვანი, რომელიც აუდიტორიას ტელეფონების სპეციფიკაციებზე ესაუბრებოდა შემთხვევით სცენიდან გადმოვარდა. საბედნიეროდ წამყვანი მძიმედ არ დაშავებულა, თუმცა ახალი S9+ -ის ეკრანი გატყდა.

ირონიულია ის ფაქტი, რომ პრეზენტაციაზე ერთ-ერთ სიახლედ სამსუნგის წარმომადგენელმა სწორედ უსაზღვრო ეკრანის გარანტა წარადგინა. ამ პირობების მიხედვით სამსუნგი ახალი ჰოლოგრამიანი სმარტფონის მფლობელებს დაზიანების შემთხვევაში ეკრანს უფასოდ გამოუცვლის. როგორც ჩანს, პირველი ასეთი მომხმარებელი სამსუნგს თავისივე წარმომადგენელი ეყოლება.

ინციდენტის მიუხედავად წამყვანი სცენაზე დაბრუნდა და პრეზენტაცია განაგრძო. საინტერესოა ისიც, რომ ამ ამბის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში შემთხვევით მოხვდა, მსახიობ ბახვა ბრეგვაძის ფეისბუქის ლაივ ვიდეოს მეშვეოობით.

იხილე ვიდეო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100