სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მალხაზ მაჩალიკაშვილი: მე და ჩემი ხალხი ყოველთვის ვიქნებით სარალიძის და თქვენს გვერდში სიმართლის დასადგენად

„მე დღეს ყველაზე მეტად მესმის სარალიძის გულის ტკივილი და მე და ჩემი ხალხი ყოველთვის ვიქნებით სარალიძის და თქვენს გვერდში სიმართლის დასადგენად,“ - ეს განცხადება თერმილან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა გააკეთა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროს გარდაცვლილი ერთ-ერთი მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის მიერ ორგანიზებულ აქციაზე იმყოფება. მაჩალიკაშვილი ზაზა სარალიძეს, მომხდარი ტრაგედიის გამო სოლიდარობას უცხადებს.

„დღეს ყველას გვესმის, რამდენად ძნელი გახდა სიმართლის დადგენა. ისევ და ისევ ვიტყვი, რომ ჩვენ ყველანი ერთად დავდგებით,“ - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მაჩალკაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.

„ახალ ყველაზე მეტად გვჭირდება თქვენი დახმარება, თქვენი გვერდში დგომა სიმართლის დასამტკიცებლად,“ - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100