რუსთაველის გამზირზე აქცია იწყება

"ნუ მომკლავ" - სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე აქცია იწყება. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ზვიად კუპრავას თქმით, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს ყველა იმ პირმა, ვინც უშუალოდ იყო ჩართული სისხლიან გარჩევაში და ვინც მკვლელობის საქმის გაყალბება სცადა.

„დღემდე სამართლიანობა არ აღდგენილა, სისტემა ისევ მყარად დგას თავის საძირკვლებზე. ის, რომ პასუხისგებაში გუშინ მირზა სუბელიანი მისცეს, ეს არის მოჩვენებითი და არავითარ პასუხისგებაში მირზა სუბელიანი არ მიუციათ. მირზა სუბელიანს იმ მუხლით წაუყენეს მუხლი, რომელიც ჯარიმას ითვალისწინებს და იმდენი აქვს ნაჭამი, რომ ათასი, 10 ათასი და 20 ათასი არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, გადაიხდის და ისევ გარეთ იქნება,“ - განაცხადა კუპრავამ.

კომენტარი