სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბავშვების წერილები ღმერთს...

აქ მოყვანილი ფრაგმენტები წერილებიდან, ერთ-ერთი, უცხოეთში გამოცემული ცნობილი წიგნიდანაა. ფსიქოლოგთა ასოციაციამ სთხოვა უმცროსკლასელ ბავშვებს, მიეწერათ ღია ბარათი ღმერთისთვის, დაესვათ მისთვის შეკითხვები, მიეცათ რჩევა, შეეთავაზებინათ რამე ან ეთხოვათ სურვილების ასრულება.

საინტერესოს, სასაცილოს, გულუბრყვილოს, გულწრფელს, მიამიტურს, ბავშვურს, სევდიანს, ჭკვიანურს - ყველანაირ აზრებს შეხვდებით ამ ბარათებში. გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ამონაწერებს, ავტორთა დაახლოებითი ასაკის (კლასების მიხედვით) მითითებით:

მესამეკლასელი: “მე ჯერ პატარა ვარ,მესამე კლასში ვსწავლობ.ცოდვები ჯერ არ მაქვს,მაგრამ აუცილებლად მექნება”.

მეორეკლასელი: “გამარჯობა ღმერთო, როგორ ხარ? რას შვრები?როგორ გაქვს საქმე ჯანმრთელობასთან დაკავშირებით?”

მეოთხეკლასელი: “შენ თუ სამყაროს დასასრულს მოაწყობ,ვინ ილოცებს შენთვის?”

მეოთხეკლასელი: “საიდუმლოდ გეტყვი,როდესაც ვხედავ მარტოხელა ქალს,მე შენს მაგივრად მრცხვენია.”

მესამეკლასელი: “რისთვის სჯი კეთილ ადამიანებს?”

მესამეკლასელი: “სად მიდის დრო?ჭაღარაში?”

მეოთხეკლასელი: “ადამიანები ისე იტანჯებიან დედამიწაზე,ნუთუ შენს ჯოჯოხეთში უარესია?”

მესამეკლასელი: “მე შენ რა თქმა უნდა მიყვარხარ,მაგრამ დედა და მამა უფრო. ხომ არაუშავს?”

პირველკლასელი: “შეიძლება რომ მე არ მოკვდე?”

მეორეკლასელი: “აი ეკლესიაში სანთლებს რომ ყიდიან,შენი ბიზნესია?”

მეორეკლასელი: “ღმერთო სად არის ქრისტე ახლა?რას აკეთებს?”

მესამეკლასელი: ” შენ გაქვს გონება,თუ მთლიანად სულისგან შედგები?”

მესამეკლასელი: “პირველ რიგში რა გააკეთა ქრისტემ,როდესაც აღსდგა?”

მეორეკლასელი: “რატომ მათხოვრობენ ღარიბები ეკლესიასთან - შენ რომ ჩაინიშნო, ვინ გაიღო მოწყალება?”

მეოთხეკლასელი: ” ესე იგი, თუ სწორად გავიგე ევოლუცია,შენ ჯერ შექმენი ადამი და ევა და შემდეგ ადამიანი წარმოიშვა მაიმუნისგან, ხო?”

მეორეკლასელი: “ღმერთო,თუ უფლებას მივცემ ჩემი „სნიკერსი“ ჩაკბიჩოს - ეს სიყვარულია?”

მეორეკლასელი: “რატომ ზრდიდნენ ადამიანს წლების განმავლობაში და მერე ბაც.. და ის მკვდარია?”

მეორეკლასელი: “რისი გაკეთება შეიძლება ცხოვრებაში,რომ დედამ არ მცემოს?”

მესამეკლასელი: “აქვს თუ არა კოსმოსს დასაწყისი და დასასრული?მარჯვენა და მარცხენა მხარეები?”

მეორეკლასელი: “როგორი იყო როდესაც ჯერ არაფერი არ იყო?მაგრამ რაღაც ხომ მაინც უნდა ყოფილიყო?”

მეორეკლასელი: “იქნებ,შემიძლია რამით დაგეხმარო?”

მესამეკლასელი: “რატომ მსურს სულ რამე ცუდი გავაკეთო? შენ ასე მცდი?”

მესამეკლასელი: ” რა გაგიკეთა ასეთი მამაჩემმა,რომ მას სულ არ უმართლებს?”

მესამეკლასელი: “ახლა,მეორედ შექმნიდი ადამიანს?”

მეოთხეკლასელი: “რა არის როდესაც ხალხს არ უყვარხარ,და უბრალოდ ეშინია შენი?”

მეოთხეკლასელი: “რა იქნებოდა დედამიწაზე, ადამს და ევას რომ არ დაერღვიათ შენი კანონი ვაშლებთან დაკავშირებით?”

მეოთხეკლასელი: “მინდა ვიცოდე, რას აპირებ,დედამიწა ისევ დაიტბორება თუ დაიწვება?”

მეოთხეკლასელი: “მე დავიბადე, მიმოვიხედე…სამყარო კი უკვე ასეთი მკაცრი და ბოროტია”

მესამეკლასელი: “რატომ ლაპარაკობდნენ ადრე ცხოველები,ეხლა კი არ შეუძლიათ? ნუ, გაიხსენე,გველიც კი ელაპარაკებოდა ევას”

მესამეკლასელი: “რისთვის ვბერდებით?”

პირვეკლასელი: “შენ ბედნიერი ხარ?”

მესამეკლასელი: “რატომ ჩუქნი შენ ცხოვრებას,ხოლო მისი წართმევა ყველას შეუძლია?”

მესამეკლასელი: “რა უნდა გავუკეთოთ ცხოველებს,რომ ჩვენთან ერთად მოხვდნენ სამოთხეში?”

მეოთხეკლასელი: “შენ ადამიანი შენი მსგავსი შექმენი. და - უცხოპლანეტელი?”

მესამეკლასელი: “ისე არ მოგსვლია? ვიღაც გესიმპათიურება,ის კი შენსკენ არც კი იყურება”

მეორეკლასელი: “როდესაც გიყვარს,რატომ მოგწონს ყველაფერი, ერბოკვერცხიც კი?”

მეორეკლასელი: “რამდენჯერ შევცდები სიყვარულში? სამჯერ უკვე არის”

მეოთხეკლასელი: “რისთვის დავიბადე მახინჯი?”

მეოთხეკლასელი: “მე ძალიან გარცხვენ?”

მესამეკლასელი: “შეიძლება ხანდახან დამესიზმრო?”

მეოთხეკლასელი: “ღმერთო, მე ყველაფრისთვის მადლობელი ვარ,რაც ადრე გაგიკეთებია ჩემთვის.მაგრამ ახლა დამეხმარე,მამაჩემი ციხეში ჩასვეს და ახლა უკვე 8 თვეა იქაა.მე მას ყოველთვის ველოდები,რომ შემეძლოს - გავათავისუფლებდი.ძალიან გთხოვ,დამეხმარე.ეს ჩემი ყველაზე დიდი სურვილია.მერე აღარ შეგაწუხებ,სიკვდილიც რომ მომიწიოს.”

მესამეკლასელი: “მინდა რომ ახალგაზრდობაში კარგად და ბედნიერად ვიცხოვრო,მოხუცებულობაში მარტო ბედნიერადაც შეიძლება”

მეოთხეკლასელი: “მოაწყვე ისე, რომ მეორე სიცოცხლეში მე საფრანგეთში ბიჭად დავიბადო”

მეოთხეკლასელი: “მოაწყვე ისე, რომ როდესაც ვცელქობ,არ მეჩხუბონ,მე ხომ ჩემი მხიარულებისთვის ვცელქობ”

მეოთხეკლასელი: “ამბობენ,რომ ადამიანი სიკვდილის შემდეგ,ვიღაცის სახით ბრუნდება უკან. გთხოვ, მინდა ვიყო ჩემი ძაღლი,ის კი ჩემს ადგილას იქნება და ჩვენ კვლავ ერთად ვიქნებით.”

მეორეკლასელი: “მომიწყე ხანგრძლივი და მხიარული ცხოვრება”

მესამეკლასელი: “გააქრე ჩემი ცოდვები”

მეორეკლასელი: “მოდი შევხვდეთ სიკვდილამდე”

მეოთხეკლასელი: “მოაწყვე ისე, რომ დედიკო და მამიკო შერიგდნენ. ღმერთო დამეხმარე, მე მოწევას დავანებებ თავს”

მეორეკლასელი: “ჩემთვის არა, კაცობრიობისთვის გთხოვ. გააკეთე ისე, რომ ყველა 11 წლით უფრო დიდხანს ცხოვრობდეს,ვიდრე უწერია”

მესამეკლასელი: “ნუ ბრაზდებით ადამიანებზე”

მეორეკლასელი: “მინდა რომ ჩემი დაბადების დღე,ერთხელ კი არა, ხუთჯერ იყოს. საჩუქრების გამო არა… ასე უფრო ხშირად ვნახავ მამიკოს”

მეოთხეკლასელი: “ღმერთო, პირველად რომ გნახავ,არაფერს არ გთხოვ.შენ იფიქრებ - რა მორცხვი ბიჭიაო…და „მერსედესს“ მაჩუქებ”

მესამეკლასელი: “შენ დაჰპირდი ხალხს, რომ დაიცავდი სუსტებს, დაჩაგრულებს…”

მესამეკლასელი: “გამოგვიგზავნე დედამიწაზე შენი შვილი…ჩვენ მას ჯვარზე არ გავაკრავთ”

მეოთხეკლასელი: “ძალიან მინდა,რომ ბავშვთა სახლიდან ბავშვებმა იპოვონ კარგი მშობლები”

მესამეკლასელი: “გთხოვ, გააკეთე ისე, რომ ხალხი არ კვდებოდეს და კოღოები არ იყონ”

მეორეკლასელი: “ღმერთო,მოდი მოვრიგდეთ.მე მჯერა შენი, შენ კი - ჩემი”

მეორეკლასელი: “მიშვილე და შენ როცა დაბერდები, ჭიქა წყალს მოგაწვდი”

მესამეკლასელი: “მე გთხოვდით რომელიმე ცხოველს, მაგრამ თუ ძნელია,ფუმფულა სათამაშოზეც თანახმა ვარ”

მეოთხეკლასელი: “ნუ აი ჩვენ ვსწავლობთ, ვსწავლობთ…და რისთვის? ხომ მაინც მოვკვდებით და ჩვენი ცოდნა დაიკარგება”

პირველკლასელი: “რა საშიშია,თუ ხვალ - არ დადგება”

მეოთხეკლასელი: “მეორედ როდის მოვა იესო ქრისტე? ხომ უნდა მოვემზადოთ,თორემ იგივე იქნება რაც პირველად მოსვლისას”

მეორეკლასელი: “გთხოვ,მომიტევე ჩემი ცოდვები.ვიცი, ბევრი ჩავიდინე,მაგრამ არ მეგონა თუ არსებობდი”

მეოთხეკლასელი: “ყვავილები უკეთესი გამოგივიდა, ვიდრე ადამიანები”

მეოთხეკლასელი: “შეგიძლია თუ არა ცოდვები მაპატიო?”

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100