სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რამდენად შესაძლებელია თბილისში სუფთა ჰაერის დაბრუნება?

გელა კვაშილავა ავტოპარკის გადახალისების აუცილებლობაზე საუბრობს

ფონდ - "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავა ჰაერის დაბინძურების მიზეზად სამშენებლო მასალებსა და არასწორად წარმართულ მშენებლობებს ასახელებს. კვაშილავა მიიჩნევს, რომ აუცილებელია, კომპანიებმა დაიცვან არსებული რეგულაციები.

„ცუდად მოქმედებს ჰაერზე სამშენებლო მასალები და მშენებლობები, თუმცა მე ძირითადად ტრანსპორტზე შემიძლია საუბარი. პირველ რიგში ჰაერის დაბინძურების მიზეზი არის მოძველებული ავტოპარკი. ასევე, საქართველოში შემოსული მანქანების ხუნდებში არსებული ნივთიერება არის გამომწვევი კარცენოგენების. ჰაერის დაბინძურებაზე ძირითადად ეს მიზეზები ახდენს გავლენას,“ - ამბობს გელა კვაშილავა.

„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს ელექტრო ავტომობილების წახალისება: „ჰიბრიდებზე უნდა მოხდეს ნულოვანი განბაჟების წესის ამოქმედება. ამ სიტუაციის შეცვლა თუ მოხდება, მე ვფიქრობ, 5 წელიწადში უნდა მოხერხდეს ჰაერის გაწმენდა.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100