როგორ შევამციროთ მანქანის გამონაბოლქვი მარტივად

თბილისი ისტორიულ, საინტერესო და ლამაზ ქალაქთან ერთად, საცობების ქალაქადაა ქცეული. გამონაბოლქვი, რომელიც დღეს არსებული ავტოპარკის შედეგად გვაქვს, ერთი მხრივ, მოძველებული ავტომანქანების, მეორე მხრივ, კი საცობების ბრალია. ეკოლოგიური პრობლემა იმდენად მწვავეა, რომ ის ადამიანების ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

მძღოლები პრობლემიდან გამოსავალს სხვადასხვაგვარად ხედავენ, თუმცა პრობლემას უფრო კომპლექსური მიდგომა სჭირდება.

სპეციალისტების რჩევით, გამონაბოლქვის შემცირების ერთ-ერთი კარგი საშუალება ყველაზე ეკოლოგიური საწვავის ტიპის - ბუნებრივი აირის გამოყენებაა. იგი სხვა საწვავებისაგან განსხვავებით არ აბინძურებს ჰაერს. ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილს 9-ჯერ უფრო ნაკლები გამონაბოლქვი აქვს, ვიდრე ბენზინზე მომუშავეს. მისი გამონაბოლქვი არ შეიცავს არც გოგირდს და არც ტყვიას, რაც ადამიანის ჯანმრთელობისათვის ძლიერ საზიანოა. ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების პარკის გაზრდით, შემცირდება ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია, რაც დედაქალაქში ეკოლოგიურ სიტუაციას საგრძნობლად გამოასწორებს.

ეკოლოგიურთან ერთად, ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილი უფრო ეკონომიურიცაა. ავტომობილს, რომელიც 100 კმ -ზე საშუალოდ 10 ლიტრ ბენზინს წვავს, ამავე მანძილის დასაფარად დაახლოებით 12 ლიტრი თხევადი გაზი დასჭირდება, ხოლო ბუნებრივ აირი კი მხოლოდ 9 მ3. თუ ბენზინით ( 1 ლიტრი - 2,20 ლ ) ეს ავტომობილი 100 კმ-ს 22 ლარით გაივლის, თხევადი გაზით იგივე მანძილის დასაფარად 14,50 ლარი დასჭირდება, ( 1ლიტრი - 1,20 ლ ) ხოლო ბუნებრივი აირით კი მხოლოდ 12,50 ლარი ( 1მ3 - 1,39 ლ ). როგორც ხედავთ, ეკონომია ბენზინთან 9,5 ლარია.

ეკონომია + ეკოლოგია - ეს ის განსაკუთრებული უპირატესობებია, რომელიც ყველა მძღოლისთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი საწვავის ტიპის შეცვლა და ავტომობილის ბუნებრივ აირზე გადაყვანა. მართალია, ეს გარკვეულ საწყის ინვეტსიციასთან არის დაკავშირებული, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ხარჯის ამოღება პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს. თუ თქვენ გინდათ, მანქანა გაზზე გადაიყვანოთ და ამისთვის თანხა ვერ შეაგროვეთ, შეგიძლიათ მანქანის სესხი - Solva გამოიყენოთ.

500-დან 3 000 ლარამდე თანხა ( გაიცემა 3-დან 12 თვემდე ვადით, გირაოს და სხვა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე. სოლვას სესხის დასამტკიცებლად საჭიროა მხოლოდ მობილურის ნომერი, პირადი ნომერი და საბანკო ანგარიშის ნომერი. სესხის ონლაინ დასამტკიცებლად Solva-ს მხოლოდ 5 წუთი სჭირდება, შემდეგ 5 წუთში კი ის თქვენს ანგარიშზე დაირიცხება.

კომენტარი