სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად შსს-სთან აქცია იგეგმება

სოციალურ ქსელში, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად აქცია იგეგმება. აქცია შსს-სთან, ორთაჭალაში, იქ სადაც სარალიძემ ღამე გაათენა, საღამოს 19:00 საათზეა დაგეგმილი.
"2 ივლისს ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია განაახლა.

რამდენიმე თვეა ის უშედეგოდ იბრძვის სამართლიანობისთვის. რამდენიმე დღეა საჯაროდ ვისმენთ საქმის გამომძიებელთა არაკეთილსინდისიერ, არაპროფესიულ, ხშირად უსინდისო პასუხებს მის სამართლიან შეკითხვებზე.

ნუ დავტოვებთ მას მარტოს სისტემის ყრუ რკინის კედელთან!

ვაჩვენოთ ჩვენი მხარდაჭერა ზაზა სარალიძეს, 16 წლის მოკლული დათუნა სარალიძის მამას, რომელიც უკვე თვეებია სამართალს ეძებს!

მოდით დღეს 3 ივლისს 19:00 სთ-ზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან (გულუას ქ. 10 ), ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად, ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის!" ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100