სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის ვაკის პარკში დაპირისპირება მოხდა

ვაკის პარკში პოლიციამ ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის დაპირისპირებისას სამი პირი დააკავა.

"დაკავებულია სამი მოქალაქე ადმინისტრაციული წესით, 166- და 173- მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოწოდების დაუმორჩილებლობას გულისხმობს" - განაცხადეს შსს-ში. უწყების ინფორმაციით, დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში რჩებიან.

თვითმხილველების თქმით, ფეხბურთის ქომაგები ვაკის პარკში ხმაურობდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტში დაახლოებით 50 ადამიანი იყო ჩართული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100