სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლევან ყიფიანის განმარტებით, ამ საქმეში ოქუაშვილს სავარაუდოდ ჩუბინიშვილიც ეხმარებოდა

ლევან ყიფიანი - ოქუაშვილმა ეს სპექტაკლი დადგა ფინანსური ინტერესებისთვის, რომელიც პოლიტიკურში გადაეზარდა. რაც შეეხება ბანკთან დაკავშირებით ინტერესს, ეს გასაკვირი რატო არის? მე ბანკში ვიმყოფებოდი, თანხის გატანა მოხდა OGT-ის თუ BMW-ს ოფისში, სად წავიდა ეს ფული ჩემთვის უცნობია

ოქუაშვილმა ეს სპექტაკლი დადგა ფინანსური ინტერესებისთვის, რომელიც პოლიტიკურში გადაეზარდარაც შეეხება ბანკთან დაკავშირებით ინტერესს, ეს

სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის განცხადებით, ზაზა ოქუაშვილმა დაუდასტურა, რომ ომეგასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარებაში მას ირაკლი ჩუბინიშვილი ეხმარებოდა

„ ბატონი ზაზა ოქუაშვილი თავად მიდასტურებდა, რომ ბატონი ჩუბინიშვილი ეხმარება მას ამ თემის მოგვარებაში, მისახელებდა მის გვარს, ასახელებდა სხვადასხვა გვარებს, მაგრამ კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ეს იყო ისეთი შანტაჟი, ისეთი ქცევა, რომელიც გამოიყენა მან თავისი ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე და ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე, მან მოახერხა ეს პოლიტიკურ ინტერესებში გადაეზარდა - განაცხადა ლევან ყიფიანმა ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ.

ყიფიანის თქმით, მას პოლიტიკური ინტერესები არ ჰქონია.
„მე არავითარი პოლიტიკური ინტერესები არ მაინტერესებდა, მე მაინტერესებდა ფინანსური ინტერესები, მე ამ კომპანიაში მქონდა ჩემი პირადი დაინტერესება. ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა კავშირი, ხვალაც მექნება და ზეგაც მექნება “- განაცხადა ლევან ყიფიანმა.

რაც შეეხება ბანკთან დაკავშირებით ინტერესს, ყიფიანი აცხადებს „ეს გასაკვირი რატომ არის? მე ბანკში ვიმყოფებოდი, თანხის გატანა მოხდა OGT-ის თუ BMW-ს ოფისში, სად წავიდა ეს ფული ჩემთვის უცნობია“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100