სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სალომე ზურაბიშვილი: ორბელიანების სასახლე ბევრად მოკრძალებულია და შესაფერისია მომავალი პრეზიდენტისთვის

“ორბელიანების სასახლე ბევრად მოკრძალებულია და შესაფერისია მომავალი პრეზიდენტისთვის”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა თელავში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.

ამასთან, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, თელავის ბატონის ციხის დიდი გალავანი არის სიმბოლო იმისა, თუ რა იყო და რა არის საქართველო.

„კახეთი არის ჩემი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ტარდება, თქვენთან, ეს შეხვედრა. აქ, ამ დიდ გალავანში, რომელიც არის მართლაც, სიმბოლო იმისა, თუ რა იყო საქართველო და რა არის საქართველო. დიდი გალავანი, იმიტომ, რომ დაცული უნდა ვიყოთ და მოკრძალებული სასახლე, რადგან ასეთები იყვნენ ჩვენი მონარქები, ჩვენი მეფენი. ამიტომაც, კითხვისას, რომელი სასახლე თბილისში (და ეს კითხვა ზოგს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ), პასუხია – არა ის მასშტაბური სასახლე, არამედ ორბელიანების სასახლე, რომელიც ბევრად მოკრძალებულია და შესაფერისია მომავალი პრეზიდენტისთვის”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100