საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული სამი შვილის დედა მაია ოთინაშვილი თავისუფალია

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ინფორმავიას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მაია ოთინაშვილი ქართულ მხარეს გადმოეცა:

„29 სექტემბერს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს მაია ოთინაშვილს ლენინგორის რაიონულმა სასამართლომ 1 წლით პირობითი სასჯელი და 6 თვის გამოსაცდელი ვადით პატიმრობა მიუსაჯა. 9 ოქტომბერს ოთინაშვილი საქართველოს ხელისუფლებას გადაეცა“ - ნათქვამია ე.წ. უწყების განცხადებაში.

მაია ოთინაშვილი ჯერ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოუყვანიათ.

კომენტარი