სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

4 მიზეზი, თუ რატომ უნდა მივირთვათ ლუდი

American Heart Association-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 75%-ს მიაჩნია, რომ ღვინო სასარგებლოა გულის ჯანმრთელობისათვის, მაგრამ რა ხდება ლუდის შემთხვევაში? გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა, ეს სასმელი ჯანდაცვის პროფესიონალებს შორის ნელ-ნელა რეპუტაციას იხვეჭს, როგორც სასარგებლო სასმელი. გთავაზობთ ოთხ მიზეზს, თუ რატომ არ არის დანაშაული ლუდის მირთმევა:

ლუდი ამცირებს გულის დაავადების რისკებს

ლუდი, ზრდის HDL-ს - "კარგ" ქოლესტერინს, ამცირებს LDL-ს - "ცუდ" ქოლესტერინს და ათხელებს სისხლს, რათა შემცირდეს გულის შეტევისა და ინსულტის რისკი. სასმელის ზომიერი რაოდენობით მიღება, რაც ქალებისთვის დღიურად 12 უნცია ლუდია, ხოლო კაცებისთვის - გაორმაგებული იგივე რაოდენობა, უკავშირდება 2 ტიპი დიაბეტის რისკის შემცირებასა და ხანდაზმულებში ტვინის ფუნქციონირების გაუმჯობესებას.

ლუდი ღვინოსთან და სხვა სპირტიან სასმელებთან შედარებით უნიკალურ ბენეფიტებს გთავაზობთ

კვლევაში Nurses Health, 70,000-ზე მეტი ქალი გამოიკვლიეს, რათა დაედგინათ კავშირი ლუდსა და მაღალ წნევას შორის. კვლევამ აჩვენა, რომ მათ, ვინც ლუდს ზომიერი რაოდენობით იღებდა, შედარებით დაბალი წნევა ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც ღვინოს, ან სხვა ალკოჰოლურ სასმელს ეტანებოდა.

ლუდმა, შესაძლოა თირკმელებში კენჭების გაჩენის რისკი შეამციროს და ამასთან, გააძლიეროს ძვლები

გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მამაკაცებს შორის, რომლებიც ლუდს ანიჭებენ უპირატესობას, თირკმელებში კენჭების გაჩენის რისკი ნაკლებია, ვიდრე იმ მამაკაცებში, რომლებიც სხვა ალკოჰოლურ სასმელს მოიხმარენ. ამის გამომწვევი მიზეზი კი შესაძლოა ის იყოს, რომ ლუდის შემცველობაში დიდია წყლის რაოდენობა. სხვა კვლევები გვაჩვენებს, რომ სვიის შემცველობამ შესაძლოა, შეანელოს ძვლიდან კალციუმის გამოდევნისა და კენჭების ფორმირების პროცესი. ამავე მიზეზის გამო, ლუდის ზომიერი რაოდენობით მიღება ქალებში ძვლების სიმკვრივის მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება.

ლუდი შეიცავს ვიტამინებს, მინერალებსა და რაც გასაოცარია - ბოჭკოვანას!

სტანდარტული 12-უნციანი ლაგერი მხოლოდ 1 გრამზე ნაკლებ ბოჭკოვანას შეიცავს, ხოლო შავი ლუდი - 1 გრამზე მეტს. ჩვეულებრივ ლუდში დიდია B ვიტამინის შემცველობა. 12-უნციანი ლუდში არის მეტი კალციუმი, მაგნიუმი და სელენი (ძირითადი ანტიოქსიდანტი), ვიდრე ღვინოში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100