სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკოლო ჩხეტიანი: ფონდმა ქართუმ განახორციელა რაგბის მხარდაჭერის უპრეცედენტო, კომპლექსური პროგრამა

ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი აცხადებს, ქართული რაგბის მხარდაჭერისა და განვითარებისთვის ფონდმა განახორციელა უპრეცედენტო, კომპლექსური პროგრამა, რომელიც გულისხმობს როგორც ნაკრების ფინანსურ მხარდაჭერას, ისე ქვეყნის მასშტაბით რეგიონალური ბაზების შექმნას.


,,დღეს ჩვენ ბაზები გვაქვს როგორც თბილისში, ასევე თითქმის ყველა რეგიონში. ჯამში გაკეთდა და აღიჭურვა და რაგბს გადაეცა 15 სარაგბო კომპლექსი, რომელზეც განლაგებულია 27 მოედანი. ამ პროგრამის წყალობით, რომელზეც დაახლოებით 200მილიონი ლარი დაიხარჯა, შესაძლებლობას აძლევს ჩვენს რაგბს, ახალი გამარჯვებები მოუტანოს ქვეყანას. ვთვლით რომ ეს პროგრამა ერთერთი მიზეზია იმისა, რომ ქართული რაგბი ესოდენ წარმატებული გახდა და ჩვენი ნაკრები წლიდან-წლამდე აუმჯობესებს თავის შედეგს. ამის მიმაჩნია რომ პასუხი ამ ჩვენს აქტივობაზე გახდა ის რომ შარშან მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ სპეციალური პრიზით დააჯილდოვა ფონდის დამფუძნებელი ბატონი ბიძინა ივანიშვილი იმ წვლილისთვის, რომელიც მან შეიტანა, როგორც ერთმა ადამიანმა ერთი კონკრეტული ქვეყნის რაგბის განვითარებაში“,- განაცხადა ჩხეტიანმა. შეგახსენებთ, რომ დღეს ფონდმა „ქართუმ“ საქართველოს რაგბის კავშირს სამი ახალი, ულტრათანამედროვე სარაგბო კომპლექსი გადასცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100