სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პაატა ბაირახტარი: "ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებით სახელმწიფო შესაბამისად მოიქცა

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტის, პაატა ბაირახტარის თქმით, "ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებით სახელმწიფო შესაბამისად მოიქცა.


მან დადებითად შეაფასა ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რომ კომპანია გარკვეული დავალიანების გადახდის შემდეგ ოპერირებას აგრძელებს. "სახელმწიფო მოიქცა ზუსტად ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო. ეს ნიშნავს ეკონომიკურ წინსვლაზე ორიენტირებულ სახელმწიფოს. ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ბიზნესია.

რაც შეეხება "ომეგას" დავას, აქ იყო წმინდა წყლის საგადასახადო დავა. ორგანიზაციას ჰქონდა დავალიანება, რომელსაც არ იხდიდა. მათ მცდელობაზე, რომ გადაიხადეს რაღაც გარკვეული დავალიანება, სახელმწიფომაც შესაბამისად იმოქმედა და მისცა უფლება, გაეგრძელებინათ ოპერირება, რათა დარჩენილი დავალიანება გდაიხადონ. ეს ნამდვილად კარგი ნაბიჯია სახელმწიფოს მხრიდან. თავის მხრივ კომპანიის მხრიდანაც არის მცდელობა დარჩენილი ვალის გადახდის და არ გაურბის ბიუჯეტის წინაშე პასუხისმგებლობას. საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ იქ მომუშავე ადამიანებს შეუნარჩუნდათ სამუშაო და საწარმო გადაურჩა გაჩერებას",-განაცხადა პაატა ბაირახტარმა. შეგახსენებთ, რომ კომპანია “ომეგა ჯგუფის თამბაქომ” სახელმწიფო ბიუჯეტში, კომპანიის მიერ დაგროვილი ვალის მომსახურების მიზნით, 1 მილიონი ლარი ჩარიცხა. ​როგორც “კვირას” ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, კომპანიამ წარმოების განახლება ითხოვა, დაგროვილი ვალების ქმედითად მომსახურებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100