სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაასრულე ძალადობა - საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საკომუნიკაციო კამპანიის შედეგების მიმოხილვა

20 ნოემბერს მსოფლიო ბავშვთა დღე აღინიშნება

საზოგადოებრივი დისკუსიები, ძალადობის შესახებ საჯარო დებატები სკოლის მოსწავლეებს შორის, დისკუსიები მშობლებთან და მასწავლებლებთან, ღია გაკვეთილები - ყველაფერმა ამან ხელი შეუწყო საზოგადოებაში ბავშვთა მიმართ ძალადობის უარყოფითი გავლენის უკეთ გააზრებას.

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ბავშვთა მიმართ ძალადობის სოციალური ნორმების ცვლილებისკენ მიმართული საკომუნიკაციო კამპანია „დაასრულე ძალადობა“, რომლის მიზანი იყო საზოგადოებრივი დიალოგის ინიცირება, რომ მეტ ადამიანს შეეტყო და მიემართა აღზრდის ალტერნატიული, პოზიტიური მეთოდებისთვის.

„კამპანია „დაასრულე ძალადობა“ დაგვეხმარა დაგვეწყო საზოგადოებრივი დიალოგი იმის შესახებ, თუ რა არის ძალადობა, თუმცა მნიშვნელვანია ამ დიალოგის გაგრძელება, სანამ არ დავინახავთ რეალურ ცვლილებებს“, აღნიშნა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა. „იუნისეფი მჭიდროდ თანამშრომლობს მთავრობასთან ბავშვის დაცვის სახელმწიფო მექანიზმების გასაძლიერებლად, მაგრამ სასურველი ცვლილებები არ მოხდება საზოგადოებრივი დამოკიდებულების და ნორმების ცვლილების გარეშე. ამიტომ აუცილებელია სოციალური ნორმების ცვლილებისკენ მიმართული კომუნიკაცია აისახოს სახელმწიფო პოლიტიკასა და ბიუჯეტში. შემთხვევითი არაა, რომ ჩვენ ძალადობაზე ვსაუბრობთ მსოფლიო ბავშვთა დღეს და გვინდა საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ ძალადობის და უგულებელყოფის მსხვერპლ, ყველაზე დაუცველ ბავშვებს“, - დაამატა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა.

კამპანიის შედეგად შეიქმნა მხარდამჭერთა ჯგუფები, რომლებიც განაგრძობენ დისკუსიას შემდგომი ცვლილებებისათვის. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა 7 შეხვედრა ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან 200ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით, 300-ზე მეტი მშობელი მთელი ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობდა აღზრდის პოზიტიური მეთოდების შესახებ დისკუსიებში, 200-ზე მეტმა სკოლის მასწავლებელმა 30-მდე სკოლიდან გაიარა სპეციალური ტრენინგი პოზიტიური დისციპლინური ზომების შესახებ, 200-მდე ბავშვმა და ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა ძალადობის თემაზე მოწყობილ საჯარო დებატებსა და დისკუსიებში, გაეცნო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მეთოდებს.

კამპანიის „დაასრულე ძალადობა“ მიმოხილვა დაემთხვა ბავშვთა მსოფლიო დღეს, რომელიც მთელ მსოფლიოში აღინიშნება 20 ნოემბერს. ამ დღეს გაეროს ბავშვთა ფონდი იწვევს საზოგადოებას ხელი მოაწეროს ონლაინ გლობალურ პეტიციას და სთხოვოს ლიდერებს აიღონ ვალდებულება ბავშვთა უფლებების განხორციელებაზე და უზრუნველყონ, რომ ყველა ბავშვი დადიოდეს სკოლაში, იყოს დაცული და შეეძლოს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება.

ამ დღეს იუნისეფი მხარდამჭერებს მოუწოდებს სოლიდარობა გაუწიონ ყველაზე დაუცველ ბავშვებს და დაგვეხმარონ „გავხადოთ მსოფლიო ლურჯი“, 20 ნოემბერს შეიმოსონ ლურჯ ფერში სკოლაში, ქუჩაში ან სოციალურ მედიაში, სხდომათა დარბაზში თუ სპორტულ მოედნებზე. ამ დღეს თბილისის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, სატელევიზიო ანძა ლურჯად განათდება.

ბავშვთა მსოფლიო დღის აღსანიშნავად ცნობილი ადამიანები, მთავრობის ლიდერები, სპორტისა და ბიზნესის წარმომადგენლები გაერთიანდებიან ბავშვების მხარდასაჭერად, ბავშვები კი მოირგებენ მნიშვნელოვან როლებს და ისაუბრებენ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე. გაეროს ბავშვთა ფონდმა ემმიზე წარდგენილი მსახიობი მილი ბობი ბრაუნი ახალი კეთილი ნების ელჩად დაასახელა.

როგორც იუნისეფის კეთილი ნების ელჩი, უცნაური ამბების ბრიტანელი ვარსკვლავი გამოიყენებს გლობალურ პლატფორმას ბავშვთა უფლებების და ახალგაზრებისთვის მნიშვნელოვანი ისეთი საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის, როგორიცაა განათლებისა და თამაშის და სწავლის უსფრთხო ადგილების ნაკლებობა, ძალადობის, ბულინგის და სიღარიბის გავლენა. ის შეუერთდება გაეროს კეთილი ნების ელჩებს: მუზონ ალმელეჰანს, დევიდ ბეკჰემს, ორლანდო ბლუმს, ჯეკი ჩანს, პრიანკა ჩოპრას, დენი გლოვერს, რიკი მარტინს, ლეო მესის, ლიამ ნისონს, შაკირას და ლილი სინგს.

გაეროს ბავშვთა ფონდის შესახებ:

გაეროს ბავშვთა ფონდის ნებისმიერი ქმედება მიმართულია ყოველი ბავშვის უფლებების დასაცავად და კეთილდღეობის მხარდასაჭერად. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანასა და ტერიტორიაზე, რათ ეს ვალდებულება რეალურ ქმედებაში გარდავსახოთ და განსაკუთრებული ძალისხმევა გამოვიყენოთ იმისთვს, რომ დავეხმაროთ ყველაზე დაუცველ ბავშვებს. ჩვენ ვმუშაობთ ყველა ბავშვის საკეთილდღეოდ.

შეხვედრა გაიმართება დღეს, 20 ნოემბერს, 16:00 საათზე

მის: ილიას სახელმწიფო ნივერსიტეტი, აუდიტორია ბ202, ჭავჭავაძის გამზ. 32

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100