სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილი: გუნდში უნდა იყოს ის ვინც კარგად ემსახურება გუნდის ინტერესებს და გუნდის ინტერესები უნდა იყოს მხოლოდ ხალხის სამსახური

გუნდში უნდა იყოს ის ვინც კარგად ემსახურება გუნდის ინტერესებს და გუნდის ინტერესები უნდა იყოს მხოლოდ ხალხის სამსახური - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თოქშოუ „იმედი LIVE”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, გუნდში კადრების ცვლას მხოლოდ პროფესიონალიზმი და თავდადებული შრომა განსაზღვრავს.

„ერთგულების ნიშნით ვეღარ მოხდება გუნდში დაწინაურება და ადგილების ხანგრძლივი დაკავება. მხოლოდ პროფესიონალიზმი და თავდადებული შრომა განსაზღვრავს კადრების ცვლას და ამ სისტემას მე შემოვიტან და ვაჩვენებ საზოგადოებას, რომ მთელი გუნდი იქნება ვალდებული და მე გავაკეთებ ამის მობილიზებას, რომ ჩადგეს ხალხის სამსახურში. ამით მე მოვახერხებ, რომ დავარწმუნო საზოგადოება გაყვნენ მათ, ვინც მათ სამსახურშია და გულწრფელად ემსახურება“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100