სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული არჩევნებია, მეორე ტური არის ამის ნიშანი

საქართველოს ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული არჩევნებია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განუცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე – მიმდინარეობს საუბარი, რომ შეიძლება არჩევნები არალეგიტიმურად შეფასდეს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ამის დასტურია მეორე ტური.

„მგონი, ეს არის ყველაზე ცუდი კამპანია, რომელიც მე უშუალოდ მეხება. არაერთხელ გავაკეთე განცხადება. რატომღაც დასკვნები არ იყო, რომ შეიძლებოდა ევროპული კამპანიის ჩატარება, მაგრამ რაც ეხება ლეგიტიმურობას და დემოკრატიულობას, მგონი, ეს არის საქართველოს ისტორიაში, არ მიყვარს ეს სიტყვები, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული. მეორე ტურმა აჩვენა, რომ არანაირი გაყალბება არ იყო, რამეთუ თუ სახელმწიფოს და მთავრობას უნდა გაყალბება, მაშინ ალბათ პირველი ტური სხვანაირად დამთავრდებოდა. არ არის გაყალბებული. მე ყოველთვის ვთვლიდი და დღესაც ვთვლი, რაც არ უნდა რთული იყოს, მეორე ტური არის დამოკრატიულობის ნიშანი, ჩვენ ასე გვაფასებს ევროპა და საერთაშორისო თანამეგობრობა“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100