სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზუგდიდში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

ზუგდიდში მამაკაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაშია გადაყვანილი და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

ექიმების ცნობით, მამაკაცს ბარძაყის არეში მრავლობითი ნაგლეჯი ჭრილობები აღენიშნება.

არსებული ონფორმაციით, დაჭრილი გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელია. შს სამინისტრო დაჭრის ფაქტს ადასტურებს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შსს-ს განცხადებით, დეტალებზე მოგვიანებით გაკეთდება კომენტარი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100