სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცესკო-ს 12:00 საათის მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა ამბროლაურში დაფიქსირდა

ცესკო-ს 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა, 25 პროცენტი ამბროლაურში დაფიქსირდა, სადაც რეგისტრირებული 11 616 ამომრჩევლიდან საარჩევნო უბნებზე უკვე მივიდა 2907 მოქალაქე.

რაც შეეხება ყველაზე დაბალ მაჩვენებელს, 12,2 პროცენტი დაფიქსირდა წალკაში, სადაც რეგისტრირებული 20 706 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი დააფიქსირა 2527 ამომრჩეველმა.


რაც შეეხება მონაცემებს ქვეყნის მასშტაბით, დღის 12:00 საათისთვის აქტივობამ 19.6 პროცენტი შეადგინა, რაც ჯამში 688 551 ამომრჩეველია.

აქტივობის მაჩვენებელი მეორე ტურში, პირველი ტურის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილია. 28 ოქტომბერს დღის 12:00 საათისთვის საკუთარი არჩევანი 15.96 პროცენტს ჰქონდა დაფიქსირებული.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს და კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ საარჩევნო უბნებზე თითოეულმა ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100