ვენაში, ალბერტინას მუზეუმში, ნიკო ფიროსმანის გამოფენის გახსნაზე კომპანია „ჯივიესის“ პრემიუმ ბრენდი „თამადა“ექსკლუზიურად იყო წარმოდგენილი

25 ოქტომბერს, ვენაში, ალბერტინას მუზეუმში ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით, გამოფენა გაიხსნა, სადაც მხატვრის 29 ნამუშევარია წარმოდგენილი. ექსპოზიციაზე გამოფენილია 1972 წელს, პარიზში, ილია ზდანევიჩის ხელნაკეთი წიგნი, „ფიროსმანაშვილი 1914“, რომელშიც პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა, „ფიროსმანის პორტრეტი“ არის შესული.

მნიშვნელოვანია, რომ გალა ვახშამზე, რომელსაც 250 საპატიო სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის, საქართველოს და ავსტრიის კულტურის მინისტრები, ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია „ჯივიესის“ ელჩმა ცნობილი ხაზი თამადა წარადგინა, რამაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ფიროსმანი, ისევე როგორც ქართული ღვინო, უნიკალურია, თვითმყოფადი და გამოირჩევა მისთვის დამახასიათებელი ხელწერით. ის შესაბამისად გამოხატავს თამადას ღვინოების განსხვავებულობას და ამავე დროს მის წარმოშობას უსვამს ხაზს.

“პირადად ჩემთვის, საკმაოდ ემოციური იყო გამოფენის გახსნის ცერემონიალზე დასწრება. ძალიან საამაყოა ის ფაქტი, რომ ევროპის ერთ-ერთ უმიშვნელოვანეს მუზეუმში ნიკო ფიროსმანის შემოქმედება გამოიფინა. გამოფენის გახსნის ცერემოიალზე ქართულმა მხარემ ქართული კულტურის სხვა ელემენტებიც წარადგინა: ქართული მუსიკა, ქართული ღვინო... ღვინის წარსადგენად ექსკლუზიურად მიგვიწვიეს "ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია". ვერნისაჟზე მოწვეულმა ვენის მაღალმა საზოგადოებამ გაიცნო ნიკო ფირომანის შემოქმედება, დააგემოვნა ქართული ღვინო, მოისმინა ქართული სიმღერა და ამ გზით, აღმოაჩინა საქართველო და შეაფასა როგორც მდიდარი კულუტისა და უძველესი ტრადიციების მქონე პატარა ქვეყანა. "ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია" ქართული მხატვრობის დიდი გულშემატკივარია. სწორედ ამიტომ ჩვენ ვართ საქართველოს ერვნული მუზეუმის მხარდამჭერები და ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვინის ბრენდის "თამადას" ეტიკეტზე წარმოდგენილია ფიროსმანის ცნობილი ნახატის სიმბოლო. „ჯივიესის“ დევიზია ხარისხი და პროფესიონალიზმი, რაც იმითაც გამოიხატება, რომ ჩვენი პრემიუმ ხაზის ღვინოები ქართული ღვინის ისტორიული ბაზრების გარდა წარმოდგენილია ევროპის ისეთ პრესტიჟულ ბაზრებზე როგორიცაა ავსტრია, საფრანგეთი, შვეიცარია, გერმანია და ა.შ,“ - გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს კომპანია ჯივიესის ელჩი, ქეთი კენკიშვილი.
ღვინო „თამადაში“ ქართული სუფრის თამადის დამახასიათებელი საუკეთესო თვისებებია გაერთიანებული. ეს არის მკვეთრად გამოხატული ხასიათი, რომელიც უნიკალურია და

ადვილად დასამახსოვრებელი ბრენდი. ამბობენ, რომ კახელ კაცს თუ ვენახი არ აქვს, მისი ცხოვრება მოსაწყენია. ნიკოს მშობლებს ჰქონდათ პატარა ვენახი, მას კი განსაკუთრებული დამოკიდებულება ღვინისადმი.

„კომპანია „ჯივიესის“ პრემიუმ ბრენდი „თამადა“ მჭიდროდ დაკავშირებულია ხელოვნებასთან. 2014 წლიდან, კომპანია „ჯივიესი“ საქართველოს ეროვნული მუზეუმის პარტნიორია. ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მუზეუმის მუშაობასა და განვითარებას. ჩვენი ბრენდი, ფიროსმანის შემოქმედების დიდი გულშემატკივარია, ეს ნათლად ჩანს თამადის ლოგოზე - რომელზეც „ 5 თავადის ქეიფია“ გამოსახული. ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია, რომ ალბერტინას მუზეუმში, ფიროსმანის გამოფენის გახსნაზე ღვინო „თამადა“ იყო ექსკლუზიურად წარდგენილი. ძალიან სასიხარულოა, რომ მსგავსი მნიშვნელობის კულტურულ ღონისძიებაზე აღიარება მოვიპოვეთ. „თამადა“ ნამდვილად, განწყობის გაზიარების ხელოვნებაა,“ - განმარტავს კომპანია „ჯივიესის“ პრემიუმ ბრენდი „თამადას“ ბრენდ მენეჯერი, სალომე დოლიძე.
შეგახსენებთ, რომ „თამადა“ შეიქმნა 2001 წელს. მას შემდეგ მოპოვებული აქვს მრავალი ოქროს მედალი საერთაშორისო ღვინის კონკურსებზე. თამადა ჩვენს მომხმარებელს ადგილწარმოშობის დასახელებისა და ჯიშური ღვინოების ასორტიმენტს სთავაზობს. დღეს ღვინო „თამადა“ ფლობს 7 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო: წინანდალი, მუკუზანი, ნაფარეული, ხვანჭკარა, ქინძმარაული, ახაშენი, ტვიში.

„ნიკო ფიროსმანი ეს თვითნასწავლი მხატვარი, რომლის გასხივოსნებული და ემოციური ნამუშევრები ხშირად ასახავს ცხოველებს ან სცენებს ძველი საქართველოს და მისი ხალხის ცხოვრებიდან, ავანგარდული ხელოვნების წარმომადგენლად განიხილება, რომელიც ხელახლა აღმოჩენას იმსახურებს. ხელოვნების ნიკო ფიროსმანისეული კონცეფცია ღია გაშლილი ველია, სადაც ის შეგნებულად ირჩევს მომთაბარე ცხოვრებას. დახეტიალებს ქალაქსა და სოფელს, სასტურმოებსა და საჯინიბოებს შორის და იმავდროულად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია შეკვეთით შექმნილი თავისი ნამუშევრებით, რომლებიც გალერეებსა და მუზეუმებში კი არაა გამოფენილი, არამედ სასტუმროებში, სამიკიტნოებსა და დუქნებში. ამდენად ნიკო ფიროსმანი ხორცს ასხავს მხატვრის როგორც შორსმჭვრეტელი დამკვირვებლის ხედვას,“ - ასეთ შეფასებას აძლევენ ქართველი მხატვრის ნამუშევრებს ვენის ალბერტინას მუზეუმში.

გამოფენა, მხატვრის გარდაცვალების 100 წლისთავს ეძღვნება. პროექტის ფარგლებში, მუზეუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე, თანამედროვე არტისტების, იოში-მოტო ნარასა და ანდრო ვეკუას ნამუშევრებსაც მასპინძლობს. გამოფენა ალბერტინას მუზეუმში, 2019 წლის 27 იანვრამდე დარჩება.
გამოფენა Infinitart Foundation -ის მიერ მოეწყო. მის საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში „ალბერტინას“ მუზეუმი, Infinitart Foundation, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ვინსენტ ვან გოგის არლის ფონდი თანამშრომლობდნენ.

GWS - ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი ღვინის საწარმოა საქართველოში, რომელიც 1993 წელს თელავში, აჩინებულში მდებარე, ჯერ კიდევ, 1976 წელს დაარსებული უძველესი ღვინის საწარმოს „თელავი 2“-ის ბაზაზე შეიქმნა. დღესდღეობით, “GWS”-ის მფლობელობაში 350 ჰექტარი ვენახია. ვენახების უმრავლესობა 15-25 წლისაა. მათგან 280-ს წითელი ყურძნის სახეობები იკავებს, დანარჩენი 120 კი, თეთრ ჯიშებს ეკუთვნის. 70% ქართული ტრადიციული ყურძნის ჯიშები წარმოადგებს, 30% კი, საერთაშორისო ცნობილი სახეობებია. კომპანია აწარმოებს წყნარი ღვინის, ცქრიალა ღვინოსა და მაღალ ალკოჰოლურ პროდუქტებს, რომელიც თამადას, ძველი თბილისის, ადამანტი, ვისმინოსა და ელიბოს სახითაა ცნობილი. სულ მალე კი მომხმარებელს საკუთარი ვენახებიდან ბიო-ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილ ღვინოს წარუდგენს.






კომენტარი