ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა პროექტმა საუკეთესო CSR ინიციატივები დააჯილდოვა

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივაფარგლებში, 13 დეკემბერს, სასტუმროშიბილტმორი“, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2018’’ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში მონაწილეობა მიიღო 41-მა კომპანიამ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული 76 პროექტით. კონკურსის დამოუკიდებელი ჟიური შედგებოდა წამყვანი უცხოელი და ქართველი ექპერტებისგან, მათ შორის იყვნენ: თერთმეტი საერთაშორისო ექსპერტი (დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ბელგიიდან, დანიიდან, ისრაელიდან, ნორვეგიიდან, სლოვაკეთიდან, და სხვა ქვეყნებიდან) და ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტები საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან.

დაჯილდოების ცერემონია გახსნა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა ურუშაძემ. შემდგომ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ევროკავშირის წარმომადგენლობის საქართველოში უფროსის მოადგილემ - კარლო ნატალემ. მისასალმებელ სიტყვას მოჰყვა სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული კომპანიებისათვის ჯილდოების გადაცემა საპატიო სტუმრების მიერ. ცერემონიას დაესწრო 250 ადამიანი, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები, სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლები.

საუკეთესო CSR ინიციატივებისათვის დააჯილდოვნენ შემდეგი კომპანიები:

წლის პასუხისმგებელი მსხვილი ბიზნესი - . მისოკრისტალი გახდა - კომპანიას ჯილდო ევროკავშირის წარმომადგენლობის საქართველოში უფროსის მოადგილემ, კარლო ნატალემ გადასცა.

საქართველოს ბანკი დაჯილდოვდა კატეგორიაშიმწვანე ინიციატივააპლიკაციისთვის
გზად” - გამარჯვებულს ჯილდო ასევე კარლო ნატალემ გადასცა.

იმავე კატეგორიაში, გაიმარჯვა მცირე და საშუალო კომპანიამთი ერ სიპროექტითარ გადაყარო, რისი გადამუშავებაც შეიძლება” - კომპანიას ჯილდო გადასცა კონკურსის ევროპელმა ჟიურის წევრმა ანა ბოლტმა.

პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფ PMCG- გადაეცა ჯილდო კატეგორიაშიპასუხისმგებელი დამსაქმებელი” (მცირე და საშუალო კომპანია) მის მიერ განხორციელებული თანამშრომლების განვითარების პროგრამისათვის - კომპანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ - თამილა ბარკალაიამ დააჯილდოვა.

სადაზღვევო კომპანიამჯიპიაი ჰოლდინგი გაიმარჯვა კატეგორიაშიკეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზემცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისათვის - ჯილდო, გამარჯვებულ კომპანიას, გადასცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე მიქაბაძე.

თიბისი ბანკმა გაიმარჯვა კატეგორიაშისაზოგადოების მხარდაჭერაპროექტითწერე ქართულად” - ჯილდო გადასცა შევედეთის სამეფოს სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ულრიკ დიტერსტრომმა.

იგივე კატეგორიაში, ასევე, დაჯილდოვდა მცირე და საშუალო კომპანია ეისითი სოციალური მისიის მქონე ბიზნესის მხარდაჭერისათვის - ჯილდო გადასცა აწარმოე საქართველოშიხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა.

კატეგორიაშისექტორთა პარტნიორობა - გაზიარებული პასუხისმგებლობაგაიმარჯვა კომპანიამ ნატახტარიპროექტითიზრუნე მომავალზე” - ჯილდო გადასცა იტალიის რესპუბლიკ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილემ სტეფანო კრეენციმ.

სარეკლამო კომპანია HOLMES&WATSON” დაჯილდოვდა კატეგორიაშიშემოქმედებითი CSR” პროექტისთვის #არგამბოლო - კომპანიას ჯილდო გადასცა კონკურსის ევროპელმა ჟიურის წევრმა პაველ ჰრიცამ.

კატეგორიაშინარჩენების მართვაზე ორიენტირებული ინიციატივაგამარჯვებულად დასახელდა პალიტრა მედია ჰოლდინგი პროექტისათვისმაკულიტერატურა” - ჯილდო ამ კატეგორიაში გამარჯვებულ კომპანიას გადასცა ლორენ რასელმა, USAID-ის ეკონომიკის განვითარების ოფისის დირექტორის მოადგილე.

ევროკავშირის წარმომადგენლობის საქართველოში უფროსის მოადგილე კარლო ნატალე კონკურსის შესახებ: „ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარება უმნიშვნელოვანესი ნაწილია საზოგადოების ეკონიმიკური, გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარებისათვის, როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე საქართველოში. შესაბამისად, კონკურსის საშუალებით, ბიზნესის მიერ განხორციელებული შესანიშნავი მაგალითების გაზიარება, მხოლოდ და მხოლოდ განავითარებას ამ პროცესს, გაზრდის სხვა ბიზნესის მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებას და სასიკეთოდ აისახება საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე“.

მხარდაჭერა: საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი გაიმართა ისეთი საერთაშორისო და ადგილობრივ საექსპერტო ორგანიზაციების, ბიზნეს-პლატფორმებსა და სამთავრობო ინსტიტუტების მხარდაჭერით, როგორიცაა: ფინანსთა სამინისტროს აკადემია; საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; თბილისის მერია; შვედეთის საელჩო საქართველოში; აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID); საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG); CENN; საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG); საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო; საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია; საქართველოს სამრეწველო სავაჭრო პალატა; “აწარმოე საქართველოში”; ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA); ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო (EUGBC); საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC); ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF).

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის სპეციალურ, ნარჩენების მართვის კატეგორიას მხარს უჭერდა USAID–ის პროგრამანარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“ (ფაზა II), რომელსაც ახორციელებს CENN. კატეგორიაშემოქმედებითი CSR” კი განხორციელდა საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) მხარდაჭერით.

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის “Meliora 2018”
სპონსორები იყვნენ შემდეგი კომპანიები: სასტუმრო ბილტმორი, დუგლაძეების ღვინის კომპანია, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაემ ბი სი“ (MBC), სარაჯიშვილი, Holiday Inn, Holo, Tep.

პროექტისსამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივაშესახებ ინფორმაცია: პროექტისამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" (2017-2020) ხორციელდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ისახავს მიზნად, ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით, რომელშიც ასევე შედის ოთხი ქართული სამოქალაქო ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI); საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG); კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC); განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).

ინფორმაცია განმახორციელებელი ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1995 წელს და იგი სამოქალაქო სექტორში წარმატებული მუშაობის 22 წელს ითვლის. CSRDG დაარსების დღიდან ორიენტირებულია ისეთ შედეგებზე, რომელიც პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მთელ საზოგადოებას. CSRDG არის პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელმაც მოამზადა და გამოსცა: მდგრადი განვითარების ანგარიში ანგარიშგების გლობალური ინიციატივის(GRI) საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით; პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო CSR-ზე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის; ვრცელი ანალიტიკური კვლევა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და საჯარო სექტორის როლი (ანალიტიკური მიმოხილვა და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას).

კომენტარი