კახეთის გზატკეცილზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ ოფისში შუახნის ქალი გარდაიცვალა

კახეთის გზატკეცილზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ ოფისში შუახნის ქალი გარდაიცვალა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ცნობით, ფაქტის შესახებ მათ საპატრულო პოლიციამ შეატყობინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შუახნის ქალმა შენობის მისაღებში შესვლა ითხოვა, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა. როგორც უწყებაში ამბობენ, შენობაში შესვლისთანავე ქალი ცუდად გახდა და გარდაიცვალა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


წყარო: 1tv.ge

კომენტარი