სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსულმა ინტერნეტსივრცემ 2008 წელს საქართველოდან მოპარული უნიტაზი „აღმოაჩინა“

ჩანაწერი blumgardt-ით რეგისტრირებულ იუზერს ეკუთვნის და იგი მან 17 სექტემბერს გამოაქვეყნა. გამოქვეყნებისთანავე ფოტო და ჩანაწერი დიდი ინტერესის საგნად იქცა, ალბათ, სათაურის გამო, სადაც სარკასტულადაა ჩადებული, რომ რუს ჯარისკაცებს 2008 წელს საქართველოს სამხედრო ნაწილებიდან უნიტაზები კი მიჰქონდათ, მაგრამ ისე, რომ მათი ზუსტი დანიშნულება არც კი იცოდნენ... „დრონი.ჯი“ ჩანაწერის თარგმანს გთავაზობთ:

„ამ ფოტოს გვერდი ვერაფრით ავუარე.

როგორც ცნობილია, 2008 წლის აგვისტოში რუსი ჯარისკაცები და მათი სტრატეგიულო პარტნიორები (ოსური „კომანდო“ კედებში) საქართველოდან მასობრივად ეზიდებოდნენ ნივთებს, რომლებიც კაცობრიობის არსებობისთვისაა აუცილებელი.

ერთ-ერთი ასეთი ნივთი უნიტაზი იყო.

დღეს, ბოლოს და ბოლოს, გაირკვა, რისთვის სჭირდებოდათ ის რუს ჯარისკაცებს.

რას იზამ, ონკანების დახსნა მათ ვერ მოასწრეს, უნიტაზებისა კი შეძლეს. ამიტომაც, უნიტაზს ორმაგი ფუნქცია მიანიჭეს. ალბათ, ასე უფრო კომპაქტურია...“

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100