სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ბევრი იგუნდავეთ ზამთარში, ჩემს მაგივრადაც იმხიარულეთ" - გორში მოკლული 9 წლის გოგონას დედის ემოციური წერილი შვილის თანაკლასელებს

გორში სასტიკად მოკლული 9 წლის გოგონას, ნანა ბერიაშვილის დედამ თავისი შვილის კლასელებს ძალიან ემოციურად მიულოცა შობა-ახალი წელი. ტექსტში ის ნანიკოს ნაცვლად საუბრობს:


"გამარჯობა, ჩემო ყოჩაღო და ლამაზო მეგობრებო! მე თქვენ ძალიან მომენატრეთ, ყველა ძალიან მიყვარხართ. თქვენ სულ ჩემს გულში ხართ, მე კი სულ თქვენთან ვარ. ძალიან ბედნიერი ვარ, ასეთი თბილი და მოსიყვარულე კლასი რომ მყავს. თქვენ მე მაბედნიერებთ თქვენი კარგი ქცევით. არ იტიროთ, მე სიცილი მიყვარს. ხშირად გაიღიმეთ და სანთელი დამინთეთ. ყველას გილოცავთ ახალ წელს. ბევრი იგუნდავეთ ზამთარში, ჩემს მაგივრადაც იმხიარულეთ. დიდი სიყვარულით, თქვენი მფარველი ანგელოზი ნანიკო".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100