სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომპანია „ქართული უნიკალური ღვინო“ წლის ყველაზე წარმატებული ახალი ბრენდი გახდა

„ისტორიული, ტრადიციული, უნიკალური“ - ასეთი სლოგანი აქვს კომპანიას „ქართული უნიკალური ღვინო“, რომელიც 2018 წლის ყველაზე წარმატებული ახალი ქართული ბრენდი გახდა.

26 დეკემბერს სასტუმრო „ბილტმორში“ „ბრენდის დღე 2018“ გაიმართა, სააგენტო პროფილმა წარმატებული კომპანიები 5 ნომინაციაში გამოავლინა, მათ შორის იყო „ხაშმის საფერავი“ - პრემიუმ კლასის ღვინო, რომელსაც კომპანია „Georgian Uniqe Wine” 2017 წლიდან აწარმოებს, მას სოფელ „პატარძეულში“ მცხოვრები ბერები წურავენ.

ღონისძიების დასასრულს წლის ბრენდ პერსონას, ელდარ შენგელაიას, კომპანია „ქართული უნიკალური ღვინის“ მიერ, სპეციალურად მისთვის შექმნილი, ბრილიანტის თვალით შემკული ხაშმის საფერავი გადაეცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100