სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ვისთვისაც სულ ერთი არ არის ჩვენი სამშობლოს აწმყო და მომავალი"

მოძრაობა "ერთად სახლში", მიმართვას ავრცელებს".

"ძვირფასო მეგობრებო, თანამემამულეებო,

სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ წამოვიწყეთ მოძრაობა “ერთად სახლში”, რომელსაც უკვე 10.000-ზე მეტი პატრიოტი შემოუერთდა. მიუხედავად სადღესასწაულო დღეებისა, ყოველდღიურად გვიკავშირდება უამრავი გულანთებული ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, ის ხალხი, ვისთვისაც სულ ერთი არ არის ჩვენი სამშობლოს აწმყო და მომავალი, ის ხალხი, რომლებმაც საქართველო პრაქტიკულად დანაშაულებრივი დაჯგუფების ტყვეობიდან უნდა გამოიხსნას. ის ხალხი ვინც უნდა შეაჩეროს დაღმასვლა, რეგრესი, უსამართლობა და ქვეყნის გაჩანაგება.
ის ხალხი ვინც უნდა გამოასწოროს სხვისი შეცდომები და ქვეყანა აღმასვლისა და განვითარების რელსებზე დააბრუნოს.

სწორედ ამიტომ, სიხარულით და სიამაყით გატყობინებთ, რომ 10 თებერვალს, 17:00 საათზე, ევროპის ცენტრში, ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში გაიმართება თანამემამულეთა მსოფლიო კრება !

გავაერთიანოთ ძალისხმევა, შევიკრათ ერთ მუშტად, ვანახოთ მტერსაც და მოყვარესაც ჩვენი ძალა და აუცილებლად ყველაფერი გამოგვივა.

დაე 10 თებერვალი იქცეს სიმბოლოდ ყველა ჩვენგანის ერთობის, თანადგომის, ერთმანეთის გატანის და გამარჯვების!

ღმერთმა დალოცოს საქართველო!

#ერთადსახლში "

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100