სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის მიერ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია" - ნახეთ, რას წერს მანანა იმედაძე

კომპოზიტორი მანანა იმედაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის მიერ ნათქვამ ფრაზას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც 22 წლის სალომე ქემაშვილის გარდაცვალება ე.წ. "ღორის გრიპის" გართულების გარდა სხვა ფაქტორმაც გამოიწვია, თუმცა ამის შესახებ საუბრის უფლება ოჯახის ნებართვის გარეშე არ ჰქონდა:


"დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის მიერ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ ჩემს სალომეს ვირუსთან ერთად ჰქონდა რაღაც, მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელსაც, თითქოს, ვერ აცხადებს ჩვენი ანუ ოჯახის თანხმობის გარეშე, რაც არის სრული აბსურდი!!!!!!!!!!ძალიან გთხოვთ, რომ თავი შეიკავოთ ასეთი ცრუ განცხადებებისგან, რადგან ოჯახს ისედაც გვეყოფა რა საშინელი ტრაგედიაც დაგვატყდა თავს!!!!" - წერს მანანა იმედაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100