გორში ავარიას კაცი და მისი ორსული ცოლი ემსხვერპლნენ

გორის რაიონის სოფელ ძევერასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერლით დასრულდა.

ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რომელიც ხეს შეეჯახა. შედეგად მძღოლი და მისი ორსული ცოლი დაიღუპნენ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და რამაც ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარი

×