სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა განაცხადა ბავშვების მამამ, რომელმაც ერთ ღამეში ცოლი და მცირეწლოვანი შვილი დაკარგა

დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად ფირალიშვილების ოჯახმა დაკარგა დედა და მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც "იმედის" კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ბიჭუნა ოთხი წლის იყო.


ასევე მძიმეა ოჯახის კიდევ ორი მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეობა, რომლებიც იაშვილის კლინიკაში არიან მოთავსებული. სახლში სტუმრად იმყოფებოდა ბავშვების დეიდაც, რომლის ასევე გარდაიცვალა.

"სახლში ახალი მისული ვიყავი, აფეთქების ხმა გავიგე, ბავშვების ხროტინი მესმოდა, ჩემი ხელით გამოვიყვანე ჩემი შვილები" - განაცხადა ბავშვების მამამ, ფრიდონ ფირალიშვილმა.

როგორც ირკვევა, ბუნებრივი აირის მძაფრი სუნი მთელი დღის განმავლობაში იგრძნობოდა კორპუსში. ასევე ცნობილია ის ფაქტიც, რომ "ყაზტრანსგაზიდან" შემოწმებაზეც იყვნენ მისული გამოძახების საფუძველზე, თუმცა არანაირი ზომები არ მიუღიათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100