სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"კარმა" სამასი მეტრის მოშორებით გადააგდო, ჩაანგრია კედლები და მოწყვიტა ლიფტი. წნევამ მეექვსე სართულიდან გადმოაგდო ერთ-ერთი მეზობელი, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა"

დიდ დიღომში მცხოვრები ლადო ვახტანგაშვილი, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ფეისბუკზე წერს. მისი თქმით, დაკეტილ ბინაში გაზი ჟონავდა და მოხდა დაგროვილი ბუნებრი აირის დეტონაცია, რამაც გამოიწვია აფეთქება:

“მოკლედ რა მოხდა,

რამდენიმე დღეა მეზობლები უჩივიან გაზის სუნს კორპუსში, გამოძახებული ყავდათ შესაბანისი სამსახური (როგორც მცხოვრებლები ამბობენ) მაგრამ დაზიანება ვერ აღმოაჩინეს. როგორც ჩანს ერთერთ ბინაში, რომელიც დაკეტილი იყო და არავინ ცხოვრიბდა ჟონავდა ბუნებრი აირი. დაგროვების შედეგად ერთერთი მეზობლის ბინიდან მოხდა დაგრობილი ბუნებრი აირის დეტონაცია, რამაც გამოიწვია აფეთქება. დარტყმის ტალღა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა დაკეტილ ბინაში დამონტაჟებული ე.წ. კარმა სამასი მეტრის მოშორებით გადააგდო, ჩაანგრია საერთულებს შორის არსებული კედლები და მოწყვიტა ლიფტი. წნევამ ასევე მეექვსე სართულიდან გადმოაგდო ერთერი მეზობელი, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. აფეთქებამ ასევე გამოიწვია მოპირდაპირე მხარეს არსებულ კორპუსების დაზიანება.

ადგილზე მისული სამაშველო სამსახური იმაზე მეტად იყო დეზორიენტირებული ვიდრე კორპუსში მოყოლილი ადამიანები. რო არა უბნის ბიჭები, რომლებმაც დანგრეული სადარბაზოს საშუალებით (იმ დროს როდესაც გაზი ისევ ჟონავდა) გამოიყვანეს შოკში მყოფი მაცხოვრებლები, შეიძლება მსხვერპლი გაცილებით დიდი ყოფილიყო. სამაშველო კიბის გახსნაც კი ვერ მოახერხეს აივნიდან რო მოეხდინათ მაცხოვრებლების ევაკუაცია.

ამ დროს კიდე ჟურნალისტები ერთმანეთს წეწავდნენ არა ჩვენი ჯგუფი უნდა შევიდეა ლაივით გასაშუქებლად, არა ჩვენიო. მოკლედ სრული დომხალი იყო.

საღოლ ამ ბიჭებს რო არ შეეშინდათ და ასეთი საფრთხის პირიბებში გამოიყვანეს დაშავებულებიც და გარდაცვილებიც."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100