სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დღეს ამ შეჯიბრში მე დავმარცხდი რადგან ჩვენი ლევანი წავიდა..." - ნიკა წულუკიძის ემოციური პოსტი

ტელეწამყვან ლევან ჩხაიძის გარდაცვალებას უამრავი ადამიანი ეხმაურება, მათ შორის ცნობილი სახეები, რომლებიც ჯაკოს პირადად იცნობდნენ და მასთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებენ.


თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკა წულუკიძე ლევანთან პირველი შეხვედრისა და შემდეგ განვითარებული მეგობრობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"იმედში რადიო ,,ჯაკოდან" მოვიდა და ჯაკო დავარქვით. ყველაზე გულიანი სიცილი იცოდა, ისე ხითხითებდა რომ მაშინვე განგაწყობდა. მერე რადიო იმედშიც ერთ ოთახში ვიჯექით... იქიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა და (ღლიცინი) იუმორში. ისტორიების კასკადი და ლეგენდების შეთხზვა ერთმანეთზე. დღეს ამ შეჯიბრში მე დავმარცხდი რადგან ჩვენი ლევანი წავიდა" - წერს ნიკა ფეისბუკის პირად გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100